x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰაიტის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა მკვლელების ჯგუფი, მოკლეს პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრეს

image მკვლელების ჯგუფის მიერ მოკლულ იქნა ჰაიტის პრეზიდენტი მისსავე რეზიდენციაში ხოლო მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრეს.
როგორც ჰაიტის პოლიციის უფროსმა ლეონ შარლმა განაცხადა: "დაქირავებული მკვლელების ჯგუფმა შეაღწია პრეზიდენტის სახლში და მოკლა ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო ქვეყნის პირველი ლედი კი დაჭრა. დაქირავებულმა მკვლელებმა მძევლად აიყვანეს 3 პოლიციელი, მათი განთავისუფლება მოხერხდა. თავდამსხმელებიდან 4 ლიკვიდირებულია ხოლო 2 კი დაკავებული. ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულების დაკითხვა". დევნის ოპერაცია გრძელდება".
ჰაიტის ხელისუფლების თქმით პრეზიდენტის მკვლელები უცხოელი დაქირავებული, პროფესიონალები იყვნენ, საუბრობდნენ ესპანურ და ინგლისურ ენებზე.
ჟოვანელ მოიზის მეუღლე მარტინ მოიზი გადაყვანილია კლინიკაში, სავარაუდოდ მკვლელები მის მოკვლას არც აპირებდნენ, მისი დაჭრა მოხდა პირველი ლედის მიერ თავდამსხმელებისათვის ხელის შეშლის მცდელობის პროცესში.
ჰაიტის პრეზიდენტი პრეზიდენტად აირჩიეს 2016 წლის ნოემბერში, ხოლო პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობა დაიწყო 2017 წლის თებერვლიდან.
ქვეყანაში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, დაიხურა საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ჩაიკეტა საზღვრები. სამხედრო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო მინისტრთა საბჭომ საგანგებო შეხვედრაზე.
ქვეყნის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კლოდ ჯოზეფმა განაცხადა, რომ სამხედროები და პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოებას. "Associated Press"-ის მიცემულ ინტერვიუში მან მოუწოდა მსოფლიოს მოხდეს ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და მკვლელობის გამოძიება.

სამხედროები აკონტროლებენ პორტ ო პრენსის ქუჩებს.
imageimage აშშ-ში ჰაიტის ელჩის ბოკჩიტ ედმონდის თქმით თავდამსხმელები ჩაცმული იყვნენ, როგორც აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის მებრძოლები, სწორედ ამ მიზეზით შესძლეს მათ პრეზიდენტის რეზიდენციამდე მისვლა და შეღწევა.

ჰაიტის პირველი ლედი რომელიც კლინიკაში იმყოფება მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული, იგეგმება მისი გადაყვანა აშშ-ს ერთერთ კლინიკაში მაიამში.
image ამ დროისათვის ცნობილი გახდა, რომ ჰაიტის პრეზიდენტზე თავდასხმაში 28 პირი მონაწილეობდა, უმეტესობა კოლუმბიელის, არიან აშშ-ს მოქალაქეებიც.
ამერიკის მოქალაქეები ჰაიტური წარმოშობის ჯეიმს სოლანჟი და ჯოზეფ ვენსანი არიან, მათი თქმით ისინი არ აპირებდნენ პრეზიდენტის მკვლელობას, მათი მიზანი იყო მისი დაკავება. მისი მკვლელობა გარემოებათა დამთხვევის გამო მოხდა-ასე აცხადებს ჯეიმს სოლანჟი.
მისი თქმით ამ ჯგუფში მისი მოხვედრა ინტერნეტში გაკეთებული განცხადების შედეგად მოხდა, ეძებდნენ გამოცდილ მებრძოლს გარკვეული დავალების შესასრულებლად კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ. დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი ჰაიტში 3 თვის მანძილზე იმყოფებოდა, სწავლობდა რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას, სწავლობდა და აკვირდებოდა პრეზიდენტის მიმოსვლის განრიგს.

P.S
თქვენს მონა-მორჩილს აშშ-ში აქვს გავლილი დაცვის სპეციალური სამსახურის სრული კურსი და აქედან გამომდინარე ვამბობ იმას რაც არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს.
მაღალი რისკის დაცვის ობიექტებს დაცვის ეშელონირებული მეთოდით იცავენ, ვფიქრობ ეს ტერმინიც საკმარისია გამგებმა გაიგოს. წესით ჰაიტის პრეზიდენტის პირად დაცვასაც ამ წესით უნდა ეხელმძღვანელა, თუმცა როცა თუნდაც ძალიან გამოცდილი, მაგრამ მაინც 28 კაციანი ჯგუფი (აქედან გარკვეული რაოდენობა ქუჩიდან "იმუშავებდა" კავშირის უზრუნველყოფაზე და რეზიდენციაში სამთავრობო კავშირისათვის ხარვეზის შექმნაზე, ამასთან ერთად გარეთ სიტუაციის გართულების შემთხვევაში უნდა აეღო საკუთარ თავზე უსაფრთხოების ძალების "გატყუება" რეზიდენციიდან რაც შეიძლება შორს) შეუფერხებლად აღწევს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეს დაცვის მომზადების დაბალ დონეზე მიუთითებს.
დიდი ალბათობით გარე პერიმეტრი დატოვებული იყო სათვალთვალო კამერების იმედად, პროფესიონალების ჯგუფმა კი რეზიდენციაში შეღწევისას სწრაფად მოახდინა დაცვის წევრების განეიტრალება



0
44
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
44