ტენდენციები დემი მურმა ქალიშვილებთან ერთად ცხელი ფოტოსესია მოაწყო 2021, 8 ივლისი, 18:14 მსახიობი მოდის ბრენდის სარეკლამო კამპანიას ჩაუდგა სათავეში, შექმნა ნამდვილი სილამაზის ბუმი და მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში მთელ ოჯახთან ერთად.
58 წლის მსახიობი დემი მური რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იპყრობდა თაყვანისმცემლების გულებს და მისი ბოლო ფოტოსესიაც ამტკიცებს, რომ ვარსკვლავი პოზიციების დათმობას არ აპირებს. ბრიუს უილისის(რომელსაც 2000 წელს გაშორდა) და დემის სამ ქალიშვილმა დედასთან ერთად საცურაო კოსტუმებში ტბის სანაპიროზე ცხელი ფოტოსესია მოაწყვეს. მსახიობმა გადაწყვიტა მოდის ბრენდის Andie Swim– ის პოპულარიზაციაში მონაწილეობა მიეღო, რომელიც პლაჟის სამოსის გამოშვებითაა დაკავებული. ოთხი ლამაზმანი პოზირებდა წყალში, ნავსადგომზე, ბალახზე და სახლთან, ახდენდნენ ბიკინების და რა თქმა უნდა ელეგანტურ ფიგურების დემონტრირებას. ფანებმა შეამჩნიეს საოცარი მსგავსება დებს შორის - რუმერი, ტალულა და სკაუტი - და ასევე რამდენად ჰგვანან ისინი თავიანთ მშობლებს. ძნელია ვერ შეამჩნიო, თუ რა კარგად გამოიყურება დემი მური, რომლისთვისაც ასაკი 58 წელი, მხოლოდ ციფრებია. ფოტოების ქვეშ კომენტარებში აღფრთოვანება გამოხატეს როგორც ჩვეულებრივმა გამომწერებმა, ასევე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა.მათ შორის არიან გვინეტ პელტროუ, ბელა ჰადიდი და ბრიუს უილისის ამჟამინდელი ცოლი ემა ჰემინგი: "უბრალოდ ველანი შესანიშნავად გამოიყურებით"-დაწერა ემა ჰემინგმა. Andie Swim -ის რეკლამირება მსახიობისთვის შემთხვევითი არ არის, ბრენდის განვითარებისათვის 2018 წელს დემიმ მასში მილიონი დოლარი ჩადო. 489 4-ს მოსწონს
|