ქალი და მამაკაცი შერონ სტოუნი შვილიშვილის ტოლა ბიჭს ხვდება 2021, 8 ივლისი, 16:07
პაპარაცებმა შერონ სტოუნი დააფიქსირეს ახალგაზრდა რეპერ RMR- ის კომპანიაში, რომელიც სახეს სათხილამურო ნიღბით იფარავდა.
"ძირითადი ინსტიქტის" ვარსკვლავი.63 წლის შერონ სტოუნი, რომელიც ორჯერ იყო გათხოვილი და სამი ნაშვილები ბავშვი ჰყავს გაზრდილი, როგორც ჩანს "სულ მთლად წავიდა ხელიდან." 63 წლის მსახიობი ლას – ვეგასში დასეირნობს და კლუბებში ცეკვავს ახალ კავალერთან ერთად, რომელზეც თითქმის 3 – ჯერ უფროსია! მისი ვინაობა მალევე დაადგინეს Page Six- ის ფოტოკორესპონდენტებმა . სტოუნის რჩეული აღმოჩნდა 25 წლის რეპერი RMR, რომელიც ცდილობს დაემალოს საზოგადეობას, რა დროსაც სათხილამურო ნიღბით დადის როგორც ჩანს, ახალმა რომანტიკამ სტოუნს კიდევ ერთი ახალგაზრდობა შესძინა: მსახიობმა სოციალურ ქსელში, საცურაო კოსტუმში გადაღებული გულახდილი ფოტოების და სელფების ატვირთა დაიწყო, წყარომ Page Six- ს განუცხადა, რომ წყვილი ხშირად სტუმრობს გასართობს ადგილებს, სადაც საყვარლები ცეკვავენ, საჯაროდ ეხვევიან ერთმანეთს და არც მალავენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ხოლო სოციალურ ქსელებში სტოუნი ახალ ბოიფრენდის ფოტოებს აქტიურად უწერს ემოჯებს. წყარომ ასევე განმარტა, რომ RMR აღფრთოვანებულია მისი მეგობრის სამსახიობო ნიჭით და მხარს უჭერს მისი ფერწერით გატაცებას. თავის მხრივ, შერონი რეპერის შემოქმედების მხარდამჭერია. აღსანიშნავია, რომ ბოლოს შერონ სტოუნის რომანზე ყვითელი პრესა აყაყანდა 20 წლის წინ. სწორედ მაშინ დასრულდა მსახიობის მეორე ქორწინება ჟურნალისტ ფილ ბრონშტეინთან . მას შემდეგ, მსახიობს აღარ ჰქონია ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობა. 307 4-ს მოსწონს
|