x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი აგატა კრისტის შესახებ

image
აგატა მილერი დაიბადა 1890 წლის 15 სექტემბერს ბრიტანეთის საგრაფოში- დევონში - დღეს ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც დეტექტივის გენიოსს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორს, აგატა კრისტის. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან:

1. როგორც ხშირად ხდება ნიჭიერ ადამიანებთან, აგატას აწუხებდა დისგრაფია - ტექსტის ჩაწერის შეუძლებლობა, ამიტომ, მისი ყველა ნამუშევარი მისი კარნახით დაიწერა. პირველი რომანის დაწერის მიზეზი კი ლიტერატორ დასთან კამათი გახდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მასზე უფრო ღირებული ნაწარმოების შექმნა შეეძლო.

image

2. თავდაპირველად, აგატა მერი კლარისა მილერი, გამოქვეყნებას აპირებდა ფსევდონიმით “მარტინ უესტი" ან “მარტინ გრეი", რადგან თვლიდა, ქალი ავტორის სახელი დეტექტიურ ჟანრში მკითხველებს დააბნევდა და მათი კრიტიკა ორაზროვანი გახდებოდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ნამდვილი სახელი და გვარად კი პირველი ქმრის გვარი დაიტოვა- კრისტი.image

3. პირველი მსოფლიო ომის დროს აგატა კრისტი სამხედრო საავადმყოფოში მედდად მუშაობდა, შემდეგ კი აფთიაქში წავიდა სამუშაოდ, რომლის წყალობითაც კარგად გაერკვა ტოქსიკურ ნივთიერებებში. ალბათ, სწორედ ამიტომ არის მისი დეტექტივებში საწამლავით მოკვლა ხშირი.image

4. 1926 წელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი კრისტის ცხოვრებაში, სწორედ ამ წელს გაუჩინარდა კიდეც. დედა გარდაიცვალა, მისი ძმა ნარკომანი გახდა, გამომცემლებს არ მოეწონათ მისი რომანი “როჯერ აკროიდის მკვლელობა", მის ქმარს, არჩიბალდს სხვა შეუყვარდა და განქორწინება მოითხოვა. ამის შემდეგ აგატა გაუჩინარდა, მას დიდხანს ეძებდნენ და დახმარებისთვის დეტექტივების სხვა ბრიტანელ ოსტატს - არტურ კონან დოილსაც კი მიმართეს.

გარკვეული დროის შემდეგ აგატა იპოვნეს პატარა ქალაქში, სადაც ის ტერეზა ნილის სახელით ცხოვრობდა. მეხსიერებაც დაზიანებული ჰქონდა: ბუნდოვნად ახსოვდა ქმარი, აღარ ახსოვდა ქალიშვილის სახელი და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იცნო დაც.
ბევრს სჯეროდა, რომ მწერალმა განზრახ გაითამაშა “გაუჩინარების" სიტუაცია და ამით მოღალატე ქმარზე იძია შური.

image

5. ბრაიან ალდისმა, აგატა კრისტის ნაცნობმა, განმარტა მისი მეთოდების შესახებ: ”ის წიგნს ბოლომდე ასრულებდა, შემდეგ ირჩევდა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ეჭვმიტანილს, ბრუნდებოდა დასაწყისში და რამდენიმე მომენტს ცვლიდა მის გარშემო".
კრისტის თქმით, ბავშვობიდან სიბერემდე მას იგივე სიზმარი ჰქონდა: კაცი მოკვეთილი ხელებით და საშინელი სახე. აგატამ მას მკვლელი კაცი უწოდა, თუმცა მის სიზმარში მას არავინ მოუკლავს.image

6. მეორე მსოფლიო ომის დროს, კრისტიმ 2 მოთხრობა დაწერა, “ფარდა" და “მივიწყებული მკვლელობა". აგატას თხოვნიტ, ორივე ნაწარმოები ბანკის სეიფში შეინახეს, მწერალს სურდა მათი მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნება, როცა წერას ვეღარ შეძლებდა. ორივე მოთხრობა 1974 წელს გამოიცა, როდესაც მწერალი 84 წლის გახდა.image

7. “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" მწერლის ნაწარმოებებიდან ერთადერთი კინოადაპტაცია იყო, რომლითაც აგატა კრისტი მთლიანად კმაყოფილი დარჩა. ასევე თქვა, რომ ალბერტ ფინის გარდასახვა გამომძიებელ პუაროდ ყველაზე ახლოს იყო მის ლიტერატურულ პერსონაჟთან. ნაწარმოები კი სტამბულში დაწერა, ქმართან ერთად მოგზაურობის დროს.image

8. აგატა კრისტი ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველი ქმრისგან შეეძინა ქალიშვილი როზალინდი. მეორედ კი საკმაოდ გვიან დაქორწინდა, მისი მეორე ქმარი მასზე თხუთმეტი წლით უმცროსი იყო, პროფესიით არქეოლოგი, რაზეც აგატა ხშირად ხუმრობდა, რომ არქეოლოგის ცოლი ქმარზე ბევრად უფროსი უნდა იყოს, რომ იგი დააინტერესოს.image

9. მისი წიგნების ორ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული და თარგმნილია მსოფლიოს 103 ენაზე. აგატა კრისტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა, მისი ნაწარმოებები ყველაზე მეტად გამოქვეყნებულია ბიბლიისა და შექსპირის თხზულებების შემდეგ. აგატა კრისტიმ ასევე დაამყარა რეკორდი ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების რაოდენობაში, სპექტაკლი "თაგვის ხაფანგი" პირველად დაიდგა 1952 წელს და დღემდე მუდმივად აჩვენებენ სცენაზე ლონდონში.image

10. აგატა კრისტი მრავალი დიდი გამონათქვამის ავტორია, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: ”თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა”.image

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0