x
ვრცელდება თუ არა კოვიდ-19 სურსათით ?

კოვიდ 19
კოვიდ-19, სხვა კორონავირუსებთან ერთად, ითვლება, რომ ძირითადად ადამიანიდან-ადამიანზე გადადის რესპირაციული წვეთების გზით, მაშინ როცა ადამიანი ლაპარაკობს, აცემინებს ან ახველებს. ამასთნავე, შესაძლებელია, რომ ადამიანი დაინფიცირდეს კორონავირუსისგან, დაბინძურებულ ზედაპირზე, მათ შორის სურსათზე და სასურსათო შეფუთვაზე კონტაქტის და შემდგომ, პირზე, ცხივრზე ან თვალზე შეხების გზით, თუმცა, მიიჩნევა, რომ ასეთი ფორმა არაა კორონავირუსის გავრცელების ძირითადი გზა.

კორონავირუსს, ისევე როგორც ყველა სხვა ვირუსებს, ცოცხალი ორგანიზმი ესაჭიროებათ გამრავლებისთვის. განსხვავებით ბაქტერიების და სოკოებისგან, ისინი ვერ მრვალდებიან სურსათში.

დღეისათვის არსებული ინფორმაციი, სურსათის მომზადების, რესტორანში მირთმევის, სურსათის შეფუთვასთან და სხვა სახით კონტაქტის შედეგად, კოვიდ-19-ით დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია; უფრო მეტიც, დღემდე არ არსებობს არცერთი დამტკიცებული შემთხვევა, რომელიც ადასტურებს კორონავირუსის სურსათით გავრცელებას, მათ შორის, არც სასმელი წყლით.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვა, არა მხოლოდ ვირუსული, არამედ ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებებისგან თავის დასაცავად, როგორიცაა ზოგად ჰიგიენური წესების დაცვა, სურსათის სწორ პირობებში შენახვა, შესაბამისი თერმული დამუშავება და სხვა.

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ზუხბაია
მერაბ ზუხბაია
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0