საბუნებისმეტყველო ვრცელდება თუ არა კოვიდ-19 სურსათით ? 2021, 8 ივლისი, 1:13
კორონავირუსს, ისევე როგორც ყველა სხვა ვირუსებს, ცოცხალი ორგანიზმი ესაჭიროებათ გამრავლებისთვის. განსხვავებით ბაქტერიების და სოკოებისგან, ისინი ვერ მრვალდებიან სურსათში. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, სურსათის მომზადების, რესტორანში მირთმევის, სურსათის შეფუთვასთან და სხვა სახით კონტაქტის შედეგად, კოვიდ-19-ით დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია; უფრო მეტიც, დღემდე არ არსებობს არცერთი დამტკიცებული შემთხვევა, რომელიც ადასტურებს კორონავირუსის სურსათით გავრცელებას, მათ შორის, არც სასმელი წყლით. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვა, არა მხოლოდ ვირუსული, არამედ ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებებისგან თავის დასაცავად, როგორიცაა ზოგად ჰიგიენური წესების დაცვა, სურსათის სწორ პირობებში შენახვა, შესაბამისი თერმული დამუშავება და სხვა. 148 შეფასება არ არის
|