x
სისხლმდინარე პური

Raphael – The Mass at Bolsena
წარმოიდგენთ, რომ დილით გაღვიძებულს, საუზმის დროს, თქვენს პურს აღმოაჩნდა წითელი-სისხლისმაგვარი ლაქები, რას იფიქრებდით? საუკუნეების მანძილზე, ეკლესია ფიქრობდა, რომ ეს ქრისტეს სისხლი იყო. მოგეხსენებათ, პური მნიშვნელოვან ბიბლიურ სიმბოლიკას ატარებს – როგორც სიცოცხლის სუბსტანცია და ქრისტეს ხორცი, ამიტომ, მასში წითელი ლაქების აღმოჩენა, აღიქმებოდა როგორც სასწაულებრივი ნიშანი.

თუმცა, როგორც შემდეგში გაირკვა, პურზე (ასევე შესაძლებელია სხვა პროდუქტებზეც, როგორიცაა მოხარშული კარტოფილი) კაშკაშა წითელი ლაქები, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. კერძოდ, Serratia marcescens და Bacillus prodigiosus მიერ. პურის, აღნიშნული ბაქტერიებით დაბინძურების შემდეგ, თბილ და ნესტიან გარემოპირობებში მოხვედრისას, ისინი იწყებენ გამრავლებას, რა დროსაც გამოყოფენ საღებავ – პროდიგიოზინს, რომელსაც კაშკაშა წითელი, სისხლისმაგვარი ფერი აქვს.

აღნიშნული ბაქტერიების მიერ, გამრავლების შედეგად წარმოქმნილი კოლონიები, გვიან ეტპაზე (კოლონიის დაბერებისას), გადადიან თხევად-ბლანტ ფორმაში, რის შედეგადაც, წითელი საღებავის გავრცელება ხდება და კიდევ უფრო ემსგავსება სისხლს.

“სისხლიანი პური”- Serratia marcescens გამრავლების შედეგი

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ზუხბაია
მერაბ ზუხბაია
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0