x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ფურანები
ყავა შესაძლოა ფურანებს შეიცავდეს
ფურანები და მეთილფურანები, უფერო, აორთქლებადი ნივთიერებებია, რომლებიც სურსათში წარმოიქმნება თერმული დამუშავების დროს. ფურანები, სურსათში წარმოიქმნება ისეთი კომპონენტებისგან (პრეკურსორებისგან) როგორიცაა ასკორბინის მჟავა, ამინო მჟავები, ნახშირწყლები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და კაროტინოიდები და შესაძლოა შეგვხვდეს სხვადასხვა ტიპის სურსათში, როგორიცაა ყავა, დაკონსერვებული და მოხუფული ქილები.

ყველაზე მაღალი ექსპოზიცია მიიჩნევა, რომ აქვთ ჩვილ ბავშვებს-ძირითადად მზა საკვებიდან. ხოლო, ზრდასრულ ადამიანებში, ექსპოზიციის მთავარი წყარო არის ყავა.

ორგანიზმში მოხვედრილი ფურანების აბსორბცია (შეწოვა) ხდება ნაწლავებიდან და ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება ღვიძლში, სადაც მან შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება ან ღვიძლის სიმსივნეები. ჯერ კიდევ უცნობია, ფურანები როგორ იწვევენ სიმსივნის განვითარებას, მათ შესაძლოა ჰქონდეთ პირდაპირი გენოტოქსიკური ეფექტი ან სხვა ისეთი მექანიზმებით იწვევდნენ სიმსივნის განვითარებას, როგორიცაა ოქსიდაციური სტრესი, გენების ექსპრესიის ალტერაციები, ეპიგენეტიკური ცვლილებები, ანთებითი პროცესები და უჯრედული პროლიფერაციის სტიმულირება.

ვინაიდან, ფურანები აორთქლებადი ნივთიერებებია, სურსათში მისი რაოდენობის შემცირება შესაძლებელია დაკონსერვებული და მოხუფული ქილების ხელმეორედ გაცხელებით, თავღია მდგომარეობაში, რა დროსაც მისი შემცველობა 15-30 %-ით შესაძლოა შემცირდეს. ანუ, ფურანები თერმული დამუშავების დროს წარმოიქმნება, მაგრამ ის გროვდება მაშინ, თუ ის დახურულ სურსათშია (კონსერვები და სხვა), ხოლო თავღია მდგომარეობაში, აორთქლების გამო, მისი კონცენტრაცია მცირდება. ამავე მიზეზის გამო, ყავის მომზადების წესიც, გავლენას ახდენს ფურანების დანაკარგზე. ე.წ თურქულ ყავაში, მისი ღია წესით მომზადებიდან გამომდინარე მეტად მცირდება ფურანების კონცენტრაცია, გაფილტრულ ყავასთან ან ესპრესოსთან შედარებით.


ტოსტერში, ფურანის რაოდენობა იზრდება ტოსტირების დროისა და გაყავისფრების დონის მიხედვით, თუმცა ტოსტერის პური, მთლიანობაში, ფურანთან ექსპოზიციის შედარებით უმნიშვნელო წყაროა.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ზუხბაია
მერაბ ზუხბაია
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0