x
image
intermedia.ge
Mediator image
მნიშვნელოვანი მომენტები შენს ცხოვრებაში, რომლებიც აუცილებლად უნდა აქციო ფოტოწიგნად
image


ჩვენი ცხოვრება სავსეა მოგონებებით: ბედნიერით და ზოგჯერ სევდიანით. მათ შორის არის ისეთი მომენტები, რომლებიც სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში. ეს ყველაზე გარდამტეხი, დასამახსოვრებელი და მკაფიო მომენტებია, რომლებმაც კარდინალურად შეგცვალეს...


და რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? - იცხოვრო ისე, რომ იყო ბედნიერი! „დააგროვო“ რაც შეიძლება ბევრი თავგადასავალი, იმოგზაურო, გაერთო მეგობრებთან ერთად, გამოსცადო ახალი შეგრძნებები, გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები... შენ არასოდეს დაგავიწყდება დღე, როდესაც პირველად დაამარცხე შიში; გემახსოვრება პირველი სიყვარული; პირველი ხელფასი; სკოლის გამოსაშვები საღამო; მომენტი, როცა პირველად გაატარე მანქანა და სხვა.
არაფერი შეედრება ამ სასიამოვნო და ამაღელვებელ გრძნობას, რომლებსაც ყველაზე კარგად ფოტოები შეგახსენებს. დიახ, ფოტოები მოგონებებს აცოცხლებს! სწორედ ამიტომ არ კარგავს აქტუალობას ფოტოგრაფია და სწორედ ამიტომ იღებენ ადამიანები ფოტოებს დღემდე.


მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და იშვიათად ვბეჭდავთ ფოტოებს, ყოველდღიურად უამრავ ფოტოს ვიღებთ და ვინახავთ ტელეფონსა და კომპიუტერში. თუმცა, საიმედო ადგილი არც ერთი არაა და ნებისმიერ დროს შეიძლება წაგეშალოთ ან დაგეკარგოთ წლების მანძილზე ნაგროვები ფოტოები. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოტოწიგნი. მაღალი ხარისხის ალბომად დაბეჭდილი ფოტოები, წიგნად ქცეული მოგონებები, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასი საჩუქარია.



მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ფოტოებში უნდა შეინახო:


1. სკოლის გამოსაშვები საღამო


image


დღე, რომელსაც სამუდამოდ დაიმახსოვრებ. დაინახავ მშობლების სიხარულს, დაემშვიდობები ბავშვობის მეგობრებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებ. სკოლის გამოსაშვები საღამო იმას ნიშნავს, რომ ძველ ცხოვრებას უნდა დაემშვიდობო და ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინო. ხშირად დაგეუფლება ნოსტალგია ძველ დროსა და მეგობრებზე, მაგრამ წინ უნდა წახვიდე. წინ, უამრავი ახალი შესაძლებლობებისკენ. მაგრამ როდესაც სკოლის გამოსაშვები საღამოს ფოტოწიგნს გადაშლი, ყველა შეგრძნება გაცოცხლდება და ეს ყველაზე სასიამოვნო და ძვირფასი განცდა იქნება შენთვის.


2. ოჯახის შექმნა


image


ზოგჯერ მომენტი, რომელსაც დიდხანს ელოდი, ყველაზე მოულოდნელად ხდება. დასამახსოვრებელი მომენტები ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, მაგრამ ერთმანეთის მსგავსია. ქორწილი - ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მომენტია, რომელიც სამუდამოდ დარჩება შენს მეხსიერებაში. საკუთარი ქორწილი ის განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც აუცილებლად უნდა აქციო ფოტოწიგნად.


3. პირველი შვილი


image


ყველაზე ძლიერ ემოციას მაშინ განიცდი, როცა პირველად ხედავ შვილს. მისი გაჩენის პირველივე წუთებიდან იცვლება ყველაფერი. იცვლები შენც! ყოველთვის, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნები და სევდა შემოგიტევს, თუ შენი შვილის ფოტოწიგნს გადაშლი, ნახავ, როგორ შეცვლის პოზიტიური შეგრძნებები ნეგატიურს მომენტალურად.


4. პირველი მოგზაურობა


image


პირველი მოგზაურობა არასოდეს დაგავიწყდება და ყოველთვის, რამდენჯერაც ამ მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს დაათვალიერებ, თითოეული შეგრძნება გაცოცხლდება. თანაც, მოგზაურობის ამსახველი ფოტოწიგნი განსაკუთრებულად ლამაზია.


წელიწადში მხოლოდ ორი დღეა, როცა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ერთ დღეს ჰქვია „გუშინ“, მეორეს - „ხვალ“. ამიტომ, „დღეს“ - საუკეთესო დღეა იმისათვის, რომ გიყვარდეს, გჯეროდეს, იმოქმედო და რაც მთავარია, იცხოვრო!


როგორ ავაწყოთ ფოტოწიგნი


image


ფოტოწიგნის შესაქმნელად photobooks.ge-ს საიტს უნდა ესტუმროთ და აირჩიოთ სასურველი ფორმატის ფოტოწიგნი.
ფოტოწიგნის რამდენიმენაირი ფორმატი არსებობს:


  • რბილი ყდით და რბილი შიგთავსით, რომელსაც უკეთდება ლამინაცია;
  • დეკორატიული ქაღალდის ყდით (რკინის დეკორატიული სამაგრებით);
  • მყარი დეკორატიული ტილოს ყდით (კანვასის ყდა. შიგთავსი შესაძლებელია გაკეთდეს რბილი და მყარი ფურცლებით)
  • მყარი, როგორც პრიალა, ასევე გლუვი ზედაპირით.
  • დეკორატიული ტილოს ყდა მყარი დეკორატიული ცარიელი ფურცლებით, რომელსაც მოჰყვება 20 პოლაროიდის ფოტოები, თეთრი კალამი ჩანახატებისთვის და თემატური სტიკერები (ფოტოწიგნი გათვლილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ხელით ააწყოს ფოტოწიგნი. არსებულ ფოტოწიგნს აქვს შავი მყარი დეკორატიული ფუცლები, რომელთა ფერის შეცვლაც შესაძლებელია ოქროსფრად, მწვანედ და ლურჯად).


photobooks.ge - მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვითონ შექმნას ფოტოწიგნი სასურველი დიზაინით და ფოტოებით. საიტზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მომხმარებელი ირჩევს სასურველი ზომის ფოტოწიგნს, აკინძვის სხვადასხვა ტექნოლოგიისა და ყდის მიხედვით. საიტზე ფოტოწიგნის აწყობა საკმაოდ მარტივია, მომხმარებელი ტვირთავს ფოტოებს, რომლებიც ლაგდება გვერდების მიხედვით. საიტის ედითორი უამრავ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ მათი ფოტოწიგნის ვიზუალი გაამრავალფეროვნოს სასურველი ტექსტების განთავსებით, ფონების შეცვლით, კლიპარტებისა და სხვადასხვა თემის დამატებით.



0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0