სხვა მამაკაცმა მანამდე სამჯერ ითხოვა საავადმყოფოში მოთავსება,სანამ 11 თვის შვილი არ მოკლა,რომელიც დემონი ეგონა 2021, 6 ივლისი, 18:11 ბოლოს ზაკმა საავადმყოფოს მიაკითხა ტრაგედიამდე სამი დღით ადრე, მაგრამ მაშინაც ვერ დაეხმარნენ, მხოლოდ აბები მისცეს და სახლში გამოუშვეს. ტრაგედია მოხდა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში, საკმაოდ რთულ ვითარებაში. 23 წლის ზაკ ბენეტ-ეკო დღისით სასეირნოდ გავიდა თავის 11 თვის შვილთან, ზაქარიასთან ერთად. ახალგაზრდა მამა ხიდზე შეჩერდა, ბავშვი ხელში აიყვანა, ოდნავ შეანჯღრია და შემდეგ წყალში მოისროლა. შეშფოთებული თვითმხილველები ბავშვის გადასარჩენად გაესურნენ და თან სასწრაფო და სამაშველო გამოიძახეს, ამ დროს კი ზაკი მშვიდად შევიდა უახლოეს კაფეში, იქვე მაგიდას მიუჯდა და დაიწყო ლოდინი, წერს გამოცემა Metro. მაშველებმა ვერ შეძლეს პატარა ზაქარიას გადარჩენა, პოლიციამ კი დააკავა მონსტრი მამა. მაგრამ, როგორც გაირკვა, ზაკს სამედიცინო დახმარება თავად სჭირდებოდა. მამაკაცი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იყო "შიზოფრენიის" დიაგნოზით. ბიჭმა სათანადო მკურნალობას იტარებდა და საჭირო აბებსაც იღებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ. ბავშვის დედასთან, ემა ფლუდთან ერთად ისინი მანჩესტერში გადავიდნენ საცხოვრებლად და ექიმებმა პაციენტს მხედველობიდან დაკარგეს. ოჯახს საკმაოდ უჭირდა: ფული არ იყო საკმარისი არაფრისთვის, ამას ერთვებოდა საცხოვრებლის პრობლემები, თან ყველა მეგობარი და ნათესავი სხვა ქალაქში დარჩა, რომ ვინმე დახმარებოდა. პანდემიამ მხოლოდ გააუარესა ზაკის მდგომარეობა, რომელიც სერიოზულად თვლიდა, რომ მისი 11 თვის ბავშვი სინამდვილეში დემონია. ახალგაზრდა კაცი თვითონვე ხვდებოდა, რომ რიგზე ვერ იყო და საავადმყოფოს მიაკითხა დახმარებისთვის, მაგრამ მას უარი უთხრეს ბიუროკრატიული წვრილმანების გამო. სამჯერ მოვიდა საავადმყოფოში, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. ექიმებთან ბოლო წარუმატებელი ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ, ზაკმა ბავშვი წაიყვანა და ხიდიდან გადააგდო. "ამ სისტემის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. საკითხს შევისწავლით და მივიღებთ ყველა ზომებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს."-აღნიშნა მანჩესტერის სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის დირექტორის მოადგილემ ტონი დეკროპმა. 198 2-ს მოსწონს
|