სხვა ეს საინტერესოა! რამოდენიმე უნივერსალური პრინციპი განმარტებებით 2012, 8 სექტემბერი, 16:56
1. პატიოსნება - მე გულწრფელი, პირდაპირი და გულახდილი ვარ.
2. გულისხმიერება - ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს გასაჭირში.
3. პატივისცემა - ვიცი რომ ყოველი პიროვნება ძვირფასია და მათ შესაბამისად უნდა მოვექცე.
4. სამართლიანობა - მჯერავს წანასწორობისა და სამართლიანობის დიდი მნიშვნელობისა და ვიღლწვი, რათა ყველა ადამიანს ღირსეულად ეპყრობოდნენ. 5. პასუხისმგებლობის გრძნობა - პატივისცემით ვეკიდები ჩემს მოვალეობებს. 6. მსახურება - ვცდილობ დავეხმარო სხვებს და გულისყურით მოვეკიდო მათ პრობლემებს. 7. მაღალი ოსტატობა - ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია და ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები. 8. კომუნიკაბელურობა - თანამოსაუბრეს ყურადღებით ვუსმენ და ვცდილობ მასთან აზრიანი, გულახდილი დიალოგი გავმართო. 9. გამბედაობა - სწორად ვიქცევი მაშინაც კი, როდესაც ამგვარი საქციელი არაპოპულარულია. 10. გულწრფელობა - ჩემი შეხედულებებისა და ღირებულებების მიხედვით ვცხოვრობ და ჩემი საქციელი გულღიად შემიძლია დავასაბუთო. 11. ლიდერობა - მსურს ინიციატივა ავიღო და კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის. როგორ უნდა დაგამახსოვრდეთ ყველა ეს პრინციპი? - ერთ-ერთი გზა მაქსიმების გამოყენებაა. მაქსიმა - არის გამოთქმა, რომელიც გკარნახობთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თანაც ისეთი ფორმით, რომ ადვილად დაგამახსოვრდეთ. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ ასეთ მაქსიმას, "მოექეცით სხვებს ისე, როგორც თავად ისურვებდით, რომ მოგექცნენ". ეს "ოქროს წესი", როგორც ამას ამერიკაში უწოდებენ "მაქსიმაა". 31 3-ს მოსწონს
|