x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისე ამოივსე ბოტოქსით რომ ტვინიც გადაგეტკიცა!" - ნუკა არველაძე გიორგი ვაშაძეს

image


ჟურნალისტი ნუკა არველაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გუშინ, რადიკალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილ ძალადობაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციის ლიდერს ტონს უწუნებს: "Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე" , - ჯუნიორ ისე ამოივსე ბოტოქსით ცარიელი ადგილი, გაწყვეტილი შუბლის ძარღვის, რომ ტვინიც გადაგეტკიცა!!! მოდი რა მაგ ტონით ბებიაშენს ელაპარაკე!!!!!"- წერს ნუკა არველძე. შეგახსენებთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ძალადობაზე მთელი პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და განაცხადა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ვითარებაში მთავრობა უნდა გადადგეს: "ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ორგანოებს არავითარი დავალება არ აქვთ მიცემული, რომ ძალადობა აღკვეთონ. ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პარლამენტის დერეფნებში დაიპარებიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ ძალადობას, რაც ხდება, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. უფრო ამაზრზენია, როდესაც პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. ქრისტიანული სარწმუნოება არის სიყვარული და მიტევება და არა ძალადობა, თავ-პირის მტვრევა, ქუჩაში ანგარიშსწორება. მეგობრებო, ყველას აქვს საკუთარი აზრი, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, გვინდა სახელმწიფოს შენება, სადაც ქუჩაში ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ვძალადობთ, თუ სახელწიფოს აშენება, სადაც ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს და სიყვარულით ვეპყრობით. გვინდა სახელმწიფოს აშენება, სადაც მთავარი წარმმართველი არის ფიზიკური ანგრიშსწორება თუ სახელმწიფოს აშენება, სადაც კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მართლა ამორალურია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. წესით, ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მთავრობა უნდა გადადგეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, შსს-მ, რომელმაც ვერ დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება და ახლაც მიმდინარეობს ქუჩაში ძალადობა, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს, თუ არა მთლიანად მთავრობა ამ ყველაფრის გამო. არ იცავთ ჟურნალისტებს, არ იცავთ ტურისტებს, მათ რაღა დააშავეს?! არ იცავთ არც ერთ ადამიანს და პირიქით, წამქეზებლურ განცხადებებს აკეთებთ ამ ყველაფერზე. რა დემოკრატია, რა დასავლეთი, რა განვითარება. რომელ ქართულ ტრადიციაზე, რომლ ქართულ კულტურაზე მესაუბრებით საერთოდ?! თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?!", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

















0
722
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
722