სხვა "ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს, ქრისტეს გარეშე!" – რატი ამაღლობელი 2021, 5 ივლისი, 20:23 პოეტი რატი ამაღლობელი თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს სოციალურ ქსლეში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით საგანგებო პოსტს ავრცელებს: "ამონარიდი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდან: 5 ივლისის მოვლნები "...შავ-მაისურიანებმა დილიდანვე დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე. მათ, სამართალდამცავების მხრიდან ყველანაირი წინაღმდეგობის გარეშე დაიკავეს ქალაქის ცენტრი. 2021 წლის 5 ივლისს, შუადღესას დედაქალაქი დაეცა, ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იქ ჯვარი აღმართეს, ჯვარი ქრისტეს გარეშე, როგორც ადამიანების წამებისა და სიკვდილის იარაღი, როგორც სასიკვდილო განაჩენი და მუქარა ყველა თავისუფალი ადამიანისათვის. ხოლო 6 ივლისს, გამთენიისას..." საინტერესოა რა ეწერება 6 ივლისზე" - წერს რატი ამაღლობელი. შეგახსენებთ, რომ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან ჟურნალისტებსა და ოპერატორების მისამართით გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებები და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ გაცხადებას მოჰყვა, რომელმაც 5 ივლისს, თბილისი "პრაიდის" მიერ დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიების ჩატარება მიზანშეუწონლად ჩათვალა.579 2-ს არ მოსწონს |