საქართველო " ეს თუ შეგრჩეთ, აგერ თქვენ და აგერ მე!!!" - ნახეთ, რა ფოტოს ავრცელებს ინგა გრიგოლია 2021, 5 ივლისი, 14:38 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია რადიკალური დაჯგუფებების "სირცხვილიას" ოფისში შეჭრისას, მათ მიერ "პირველების" ოპერატორის სასტიკად ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს პრემიერ - მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰპირდება რომ მისი დღეს გაკეთებული განცხადება მას უკან ძალიან მალე, და თან ძალიან ცუდად მიუბრუნდება: "ოფისებში უვარდებიან ხალხს ეს მოძალადეები და პოლიციას ძინავს საღათას ძილით. დასისხლიანებული მედიის წარმომადგენლები თუ შეგრჩეთ, აგერ თქვენ და აგერ მე!!!!!! ღარიბაშვილო, შენს დღევანდელ განცხადებას მოგიბრუნებს ისტორია, თანაც მალე! თანაც ძალიან ცუდად. ესაა ჩვენი ოპერატორი - ლექსო ლაშქარავა ამ წუთებში. როგორც ახლა აქციაზე ჟურნალისტებს ექცევიან, მინიმუმ იმას იმსახურებს, ყველა მედიამ თქვას უარი ამათი აქციის გაშუქებაზე . აპარატურას ამტვრევენ, გადამღებ ჯგუფებს თავს ესხმიან. თითქმის ყველა მედია საშუალების(((((( პოლიციის რეაგირება არის ნული. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. რაც ჟურნალისტი ვარ, პირველად მომინდა, ყველამ დადოს მიკროფონები და არავინ აღარ გავაშუქოთ ეს ცხოველები (("ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველმა იმან ესროლოს ქვა“ -ეს რელიგია მიყვარს მე. შემწყნარებელი, მიმტევებელი, კაცთმოყვარე. ეს ქრისტე მიყვარს მე- ყველაზე დიდი ჰუმანისტი, ყველაზე საყვარელი და ჩემიანი, ტკბილი და მებრძოლი და არა ეს მოძალადე, ადამიანებზე თავდამსხმელი და აგრესორი ჯგუფები, ცეცხლითა და მახვილით, ქვებითა და მუშტებით რომ სცემენ ადამიანებს, რელიგიისა და ქრისტეს სახელით"- წერს "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია და საკუთარ ფეისბუქპოსტს თან რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენელთა მიერ "ტვ პირველის" სასტიკად ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოსაც ურთავს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ღირსების მარშის" გამართვა მას მიზანშეუწონლად მიაჩნია. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს მოიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მარში მიუღებელია და შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს.2059 1-ს მოსწონს 3-ს არა |