კინო "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"-ს რეჟისორი კორონავირუსმა იმსხვერპლა 2021, 5 ივლისი, 14:28 საბჭოთა და რუსი რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი 82 წელს გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის შედეგად, ნათქვამია "Мосфильм-ის ვებსაიტზე. "მოსფილმის კინემატოგრაფიული კონცერნი და ვლადიმერ მენშოვის ოჯახი მწუხარებით იუწყებიან, რომ დღეს ვლადიმერ ვალენტინოვიჩი გარდაიცვალა. გამოჩენილი საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, მოსფილმის საბჭოს წევრი, კორონავირუსის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა 82 წლის ასაკში", - ნათქვამია შეტყობინებაში. რეჟისორს გადაღებული აქვს სამი ათეულზე მეტი ფილმი, თავად თამაშობდა როგორც მსახიობი 100-მდე მხატვრულ და სატელევიზიო ფილმში, 1981 წელს გადაეცა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო "ოსკარი" ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" სურათისთვის" მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"(1979)მასვე ეკუთვნის ისეთი პოპულარული ფილმები როგორიცაა "ღამე მოკლეა"(1981) და"სიყვარული და მტრედი"(1984) . მენშოვი იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981 წ.) და ნ.კ. კრუპსკაიას სახელობის რსფსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978 წ. 534 1-ს მოსწონს
|