ასტროლოგია ნუმეროლოგია და წყვილები ნაწილი 5 2012, 8 სექტემბერი, 16:24 მაშ ასე 2-ანი და 6-ანი
ყველა გაგებით კარგი ტანდემი, რომელიც ერთნაირად წარმატებულია, როგორც ცოლ-ქმრულ ისე საქმიან სფეროში. 2-ანი შემსრულებლის როლს იკისრებს, მართალია მისი შემოქმედებითი მიდრეკილებები ნაკლებად იქნება რეალიზებული, სამაგიეროდ პროდუქტიული თანამშრომლობის და შესანიშნავი ურთიერთგაგების უნარი სათანადოდ დაუფასდება. 6-ანისგან ბევრის სწავლა შეიძლება, მითუმეტეს, რომ ის უანგაროდ გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას და საიდუმლოებებსაც კი. ამასთან იგი კარგი მრჩეველია და ეს შეთანხმებული მოქმედებისთვის ყოველთვის კარგ პირობებს ქმნის.
2-ანი სრულად უნდა ენდოს პარტნიორის გონებრივ შესაძლებლობებს, 6-ანი არასოდეს მიიღებს გაუაზრებელ და წამგებიან გადაწყვეტილებას. თუმცაღა ხანდახან მისი საქციელი ქარაფშუტულადაც შეიძლება ჩანდეს 2-ანი არ უნდა გაუბრაზდეს და მიუთითოს თორემ 6-ანი ამას არასოდეს აპატიებს.
სექსუალური თვალსაზრისითაც ძალიან წარმატებული კავშირია. პარტნიორთა პოტენციალი ვითარდება თანდათან მაგრამ უსაზღვროდ და პირადი სიმპატიების პირდაპირპროპორციულად. ვინაიდან ორივე აღმერთებს სულიერ სიახლოვეს, ისინი არ მისცემენ უფლებას არაფერს მატერიალურს გავლენა იქონიოს მათ კავშირზე. გამოცდილების მეტ-ნაკლებობა სექსუალურ სფეროში არანაირად არ იმოქმედებს მათ გრძნობებზე და ურთიერთობაზე, ისინი ხომ თანაბრად უზიარებენ ერთმანეთს ყველაფერს და ტკბებიან ამით. 2-ანი და 7-ანი მრავალმხრივი და საინტერესო კავშირია, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს საერთო შეხედულებები, ურთიერთგაგება და ინტელექტუალური ერთიანობა. 2-ანს მოუწევს მრავალი როლის მორგება-მფარველი ანგელოზიდან დაწყებული, მომთმენი და დიდსულოვანი მეუღლეობით დამთავრებული. სასურველია არასოდეს დაკარგოს ტაქტის უნარი, რადგან 7-ანი გასაშლელად მუდმივად მზად მყოფ ზამბარას გავს და როდის აფეთქდება არავინ იცის. 7-ანს შეუძლია იყოს დიდსულოვანი, ის მუდამ მოძებნის მიზეზს გაახაროს და დააინტერესოს პარტნიორი. 2-ანმა სჯობს არ დაკარგოს ინდივიდუალიზმი, რადგან ისე გაითქვიფება პარტნიორის საქმეებში, რომ თავიც კი გადაავიწყდება. იმისთვის, რომ მიაღწიონ ჰარმონიას სექსუალურ სფეროში ორივე პარტნიორს საკმაო ძალისხმევა სჭირდება. თუ ინტიმის იქეთ 7-ანი მიჩვეულია დაინახოს პარტნიორში მისი დამცველი და დამყვავებელი ძლიერი ადამიანი, სექსუალური ურთიერთობისას ის ითხოვს თანასწორუფლებიან, ხანდახან დომინანტ არსებას. საკუთარ გრძნობებზე მეტად 7-ანი პარტნიორის სურვილების და გრძნობების გაგება შეუძლია. მთავარი მართ ურთიერთობაში ერთმანეთის გაგებაა-ამით ისინი ყველანაირ პრობლემას და გაუგებრობას დაძლევენ, რადგან შეუძლიათ მშვიდი საუბარით განმუხტონ ნებისმიერი დაძაბულობა. 2-ანი და 8-ანი ვინაიდან 8-ანი დაჯილდოებულია უნარით გამოიმუშავოს ბევრი ფული, ასეთი კავშირი განსაკუთრებით ხელსაყრელია მატერიალური თვალსაზრისით. არავის, როგორც 2-ანს არ შეუძლია ამაში მისი დახმარება. მათი სახლი ყოველთვის იდეალურად მოწყობილი და კომფორტულია. ზუსტად კომფორტისკენ სწრაფვა აერთიანებს ამ ორ ადამიანს. ისინი არ დაიშურებენ არანაირ სახსრებს, რათა გაიადვილონ ყოფა. უპირობო ლიდერი ამ კავშირში იქნება 8-ანი და მისი გავლენა ზოგჯერ ისე ძლიერი იქნება, რომ მომთმენ და მოქნილ 2-ანს საკმაო დისკომფორტს შეუქმნის. სესუალური ცხოვრება ამ წყვილს ექნება ზუსტად ისეთი, როგორადაც ეს 8-ანს წარმოუდგენია, მისი ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერზე ახდენს გავლენას. თუ მისი სურვილები არ ემთხვევა პარტნიორისას, იგი თავისი გაბუტვებით აიძულებს 2-ანს ავიდეს მოწოდების სიმაღლეზე. რაც მეტად სტაბილურია მათი ოჯახური მდგომარეობა, ინტიმური სფეროც უფრო მრავალფეროვანი და წარმტაცი ხდება. სანამ პარტნიორები განიცდიან ერთმანეთისადმი ინტერესს, მათ სექსუალურ ურთიერთობას რუტინულს ვერ უწოდებ. 2-ანი და 9-ანი კარგი კავშირია, რომელიც ორივე პარტნიორს ბევრ სასიამოვნო წუთს პირდება. მასში არ არის გამოკვეთილი ლიდერი, რადგანაც 2-ანი ისევე, როგორც მისი პარტნიორი ყველაფერს დებენ ურთიერთობაში და თანაბრად იხარჯებიან. გარეშე მყოფებს, როგორი შთაბეჭდილებაც არ უნდა შეექმნეთ -სინამდვილეში ორივე თანაბრად იქნება ჩართული ყველა საქმესა და გადაწყვეტილების მიღებაში. 2-ანისთვის მნიშვნელოვანია დაეყრდნოს ინტუიციას და აირჩიოს სწორი ტაქტიკა 9-ანთან ურთიერთობაში, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად ისეა ჩაფლული ფიქრებში, რომ ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევს. სექსუალურ სფეროში ისინი ცოტა მოგვიანებით აღწევენ ჰარმონიას, თავიდან ორივე მხარეს ტანჯავს ეჭვი, რომ მეორე არ უდგება ამ საკითხს სერიოზულად. მაგრამ ერთმანეთის უკეთ შეცნობასთან ერთად, მათ შორის ხდება ინფორმაციის და შეგრძნებების სრული გაზიარება და ინტიმური სფერო ორივე პარტნიორისთვის საყვარელ გასართობად იქცევა. 147 2-ს მოსწონს
|