x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ არ ბანაობენ შხაპის ქვეშ ასტრონავტები და კიდევ სხვა საინტერესო ფაქტები ნულოვანი მიზიდულობის პირობებში ცხოვრების შესახებ
image


ძილი ვერტიკალურ მდგომარეობაში, თმის შეჭრა სპეციალური ელექტროვაკუუმური ხელსაწყოთი, არავითარი პარკოსნები, და კიდევ სხვა არაერთი საინტერესო და საგულისხმო დეტალი კოსმონავტების ნულოვანი მიზიდულობის პირობებში ცხოვრების შესახებ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, კონკრეტულად თუ რით განსხვავდება ასტრონავტების ყოველდღიური ყოფა მიწიერი ცხოვრებისგან.


image



კოსმონავტები ტანსაცმელს დიდხანს არ იცვლიან


image


საქმე იმაშია, რომ კოსმოსში წყალი არ არის. ასტრონავტები წინდებს მთელი კვირა ატარებენ, ხოლო ტანსაცმელს თვეების განმავლობაში არ იცვლიან. ასე ზოგავენ ისინი რესურსებს და სივრცეს ზედმეტად არ ტვირთავენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასტრონავტებს ბინძური სამოსი აცვიათ. ჰაერი იქ უფრო სუფთაა, შესაბამისად, ტანსაცმელიც უფრო ნელა ბინძურდება.




კოსმოსში ტირილი საკმაოდ მოუხერხებელია


image


ცრემლები - კოსმოსში ყველაზე სასიამოვნო მოვლენა არ არის. ნულოვან მიზიდულობაში ადამიანი "თვალების სიმშრალეს" ეჩვევა. უწონადობის პირობებში კი ცრემლები არათუ ლოყებზე ჩამოდის, არამედ თვალების გარშემო წყლის ბურთებად გროვდება, რომლის დროსაც ადამიანი წვას და უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის.



ასტრონავტები ჩვეულებრივ საკვებს მიირთმევენ


image


გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კოსმონავტები მხოლოდ ტუბებში მოთავსებული საკვებით იკვებებიან, თუმცა კოსმოსში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ეს მითი უარყონ. ასტრონავტებს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ აქვთ. მართალია, მარილი და პილპილი ჩვეულ მდგომარეობაში კოსმოსში არ გამოიყენება, რადგან სანელებლებს შეუძლიათ გარშემო მიმოფანტვა და თვალებში მოხვედრა. კოსმონავტები მათ ნაცვლად სპეციალურ თხევად ნივთიერებებს იყენებენ, რომლებიც საკვებს, რომელსაც ისინი კოსმოსში მოიხმარენ გემოვნურ თვისებებს და არომატს ანიჭებს.




როგორ სძინავთ ასტრონავტებს


image


კოსმონვტებს დაძინება სპეციალურ საძილე მოდულებში უწევთ. ამ დროს, სხეულის პოზიცია შეიძლება იყოს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალურიც. ძილის დროს ყურის საცობები გამოიყენება, რომელიც ვენტილიატორის ხმას ახშობს, რომლის ქვეშაც ასტრონავტებს სძინავთ, ის უზრუნველყოფს ჟანგბადის სწორი შემცველობის ჰაერის ცირკულაციას და არ აძლევს ადამიანს ძილის დროს ამოსუნთქული ნახშირორჟანგისგან გაგუდვის საშუალებას.






რატომ ხდება კოსმოსში კანი ქუსლებზე რბილი და რა შედეგების გამოწვევა შეუძლია?


image


ნულოვან მიზიდულობაში ადამიანი მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ქუსლებზე უხეში კანი რბილდება და ცვივა. წინდების გახდისას ასტრონავტები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა კანი კოსმოსურ ხომალდში არ გაიფანტოს და მოწყობილობა არ დაანაგვიანოს.





ასტრონავტები შხაპს არ იღებენ


image


კოსმონავტები სხეულს ნესტიანი პირსახოცით იწმენდენ. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: საპონთან ერთად წყლის წვეთების სხეულზე წასმა, თუმცა ეს ვარიანტი ძალიან შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს.




როგორ იჭრიან თმებს კოსმონავტები?


image


თუ ასტრონავტმა გადაწყვიტა თმის შეჭრა, მან სპეციალური მაკრატელი უნდა გამოიყენოს, რომელზეც სპეციალური ვაკუუმის მილია მიმაგრებული, რომელიც თმებს ისრუტავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა შეიძლება მთელ კოსმოსურ ხომალდში გაიფანტოს.



როგორ დადიან ასტრონავტები საპირფარეშოში?


image


ასტრონავტებს ამ უნარის დაუფლება ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას უწევთ. ადამიანი თავს ქამრებით უნიტაზზე იბამს და მისთვის კომფორტულ პოზას პოულობს. ერთგვარი ტრენინგია საჭირო იმისთვის, რომ რამე არასწორად არ გააკეთო და ნამდვილი ფიასკო არ განიცადო.

.


მუცლის შებერილობა - სერიოზული პრობლემაა


image


კოსმოსში აკრძალულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ხელს შებერილობას უწყობს. მეთანი და წყალბადი, რომელსაც ჩვენი სხეული წარმოქმნის, ფეთქებადი ნივთიერებებია.



ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია


image


ასტრონავტი აუცილებელია რომ სპორტით დაკავდეს, რათა მისი კუნთები საბოლოოდ, არ ატროფირდეს. ფორმის შესანარჩუნებლად, კოსმონავტები დღეში რამდენიმე საათსაც კი ვარჯიშობენ.













0
404
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
404