x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იშვიათი მატყუარა ხარ, თღლითურად ფუთავ! დაიმახსოვრე ორივე მათგანის ყურება დიდხანს მოგიწევს" - ნუკა არველაძე ნოდარ მელაძეს

image


ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს ტრადიციულად სოციალურ ქსელში ეხმაურება და გადაცემის წამყვანს ტენდენციურს და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელს უწოდებს, ხოლო მის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს ბინძურ ტყუილებს უწოდებს. არველაძის თქმით, ნოდარ მელაძე მერკანტილური ჯგუფის ტყვეა, რომლის "ნიჭიერებაც" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მცდელობაში იხარჯება: "TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ნოდარ მელაძის შაბათი • Nodar Meladzis Shabati" ნოდარიკო - ისეთი ტრეილერი გაუკეთე ხვალინდელ ბლოკბასტერს რომ შეუძლებელია სერიოზულად აღიქვა ეს ყველაფერი.. ანონსის მერე ვფიქრობდი რა გითხრა - და აი იდეა მხატვრულმა კინომ შეუდარებელი ფანტაზიორი დაკარგა - ამ ტემპებით ოდესმე შესაძლოა ოსკარიც დაგეთრია, მაგრამ რას ვიზამთ .. შენი “ნიჭიერება'' დორბლიანი სააკაშვილის დაბრუნების მცდელობაზე და ჩიტირეკიების შურისძიების სურვილებზე იხარჯება!! ის რა დაკვეთებსაც იღებ დღეს მინდა გითხრა რატომ არ მუშაობს? იმიტომ რომ - ტენდენციური ხარ და მერკანტილური ჯგუფის ტყვე - არ და ვერ იარსებებს ვერც ერთი ტელეკომპანია - ვერ იქნები შენც თუ არ შეასრულებ საჭირო დაკვდთას საჭირო ხმის ტემბრით და ტონალობით.. აქ აუცილებლად დაწერენ რომ იშვიათი ნაძირალა ხარ და რომ მატყუარა ხარ - ყველა თვლის რომ არ ხარ არც ობიექტური და არც სამართლიანი - მაგრამ თნახმდებიან რა ოსტატურად და თღლითურად ფუთავ! რაც უნდა ეცადო ამ ორი ადამიანის ცხოვრება შეფუთო ბინძური ტყუილებით, გაძლევ გარანტიას რომ იქეთ დარჩები საკუთარ ტალახში #გრიგოლლილუაშვილი #კახაკალაძე დაიმახსოვრე ორივე მათგანის ყურება დიდხანს მოგიწევს.. Kakha Kaladze - ის ლიდერია ვისაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ნდობას უცხადებს.. #გრიგოლლილუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომლის მხრებზე გადის ქვეყნის უსაფრთხობა!!! ასე რომ...." - წერს ნუკა არველაძე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ფოტოებს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" დღევანდელ ანონსში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უჯდება წილებში სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვა ბიზნესს და თუ რომელ დეპუტატებს შეეხება თბილისის მერის, კახა კალაძის გუნდის მიერ ინიცირებული სამშენებლო ამნისტია.






0
459
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
459