x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა
image

არსებობს წიგნის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელთა გაცნობიერება დამწყები მკითხველთათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ბავშვები კითხვის სწავლამდე სწავლობენ, რომ წიგნს აქვს გარკვეული ფორმა და ელემენტები, როგორიცაა მაგალითად, წიგნის წინა და უკანა მხარეები, ყდა, სათაური, ილუსტრაცია, ავტორი და მხატვარი, რომ ტექსტს აქვს გარკვეული მიმართულება, კითხვას ვიწყებთ მარცხნიდან-მარჯვნივ და მივყვებით ზემოდან-ქვემოთ.

ბავშვები ნელ-ნელა ანბანის სწავლამდე აცნობიერებენ, რომ ტექსტი შედგება სიტყვებისგან, თითოეული სიტყვა შეიცავს გარკვეულ აზრს, ხოლო სიტყვების ერთობლიობა ქმნის წინადადებას, სიტყვები კი შედგება ასოებისა და მარცვლებისგან. ასევე ბავშვები ეჩვევიან, რომ ტექსტში გვხვდება სასვენი ნიშნები და თითოეული სასვენი ნიშანი გარკვეულ როლს ასრულებს. ამ მახასიათებლების ცოდნა ბავშვს ტექსტზე ყურადღების კონცენტრირებასა და აზრის გამოტანაში უნდა დაეხმაროს. ყველა პატარა მკითხველთათვის სასარგებლოა წერა-კითხვის სწავლების ეგრე წოდებული ჰოლისტური მიდგომის გამოყენება. რას ნიშნავს ჰოლისტური მიდგომა? ეს არის ისეთი მიდგომა, როცა ბავშვი ისევე სწავლობს კითხვასა და წერას, როგორც მოსმენასა და საუბარს, კერძოდ ცდისა და შეცდომის მეთოდით, ენის პრაქტიკული და აქტიური გამოყენებით.

ერთი მხრივ წიგნის მახასიათებლების ათვისებისა და მეორე მხრივ ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია - დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა.


დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა-მისი ვიზუალური მხარე, ფორმა, ზომა, ნახატები, ყველაფერი ეს დიდ მოტივაციას იწვევს ბავშვებში და ისინი ხალისით ერთვებიან კითხვის პროცესში. დიდი წიგნების დამზადება გარკვეულ წინა დამზადებას მოითხვოს: თავდაპირველად უნდა შევარჩიოთ საინტერესო ტექსტები, რომლის სიუჟეტურად გაფორმებაც ადვილად შესაძლებელია. სჭირდება გაზეთის ფორმატის დიდი ზომის ფურცლები; ტექსტი დაწერილი უნდა იყოს კარგად ხილვადი.

ნახატები ბავშვს დაეხმარება იმაში, რომ უკეთ აღიქვას შინაარსი. მასწავლებელი ჯერ შეახსენებს, რომ ყველა წიგნს აქვს სათაური, ავტორი, მხატვარი, შემდეგ ბავშვებმა გამოთქვან ვარაუდები, თუ რაზე იქნება საუბარი ამ წიგნში. "გასეირნება" ილუსტრაციებში, დავათვალიერებინოთ ნახატები და ვთხოვოთ სურათების მიხედვით გადმოსცდნენ ამბავი. ამის შემდეგ გადავიდეთ ტექსტზე.

ტექსტი წავიკითხოთ ხმამაღლა, გამომეტყველებით, სათანადო სიჩქარით, თითოეულ სიტყვას მივადევნოთ ჯოხი, რათა ბავშვებმა შეძლონ მათი უკეთ დამახსოვრება და შემდგომში-ამოცნობა. გამოვიყენოთ კითხვის სხვადასხვა სტრატეგია, ერთ-ერთი არის ექოს ტიპის კითხვა რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ მასწავლებელი კითხულობს ხმამაღლა, შემდეგ ბავშვები იმეორებენ იგივეს.

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს მრავალფეროვანი აქტივობებით გავამდიდროთ სასწავლო პროცესი. ეს აქტივობები თავის მხრივ ხელს უწყობენ მოსწავლეში სხვადასხვა უნარის კომპლექსურად და ერთდროულად განვითარებას. მოსწავლეები ეჩვევიან ტექსტის მთლიანობაში აღქმას, გარდა ამისა ცალკეულ წინადადებებზე და სიტყვებზე თანმიმდევრულად მუშაობას, რაც საუკეთესოა ფონეტიკურ ვარჯიშებზე გადასვლისათვის.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ერმინე მოვსესიანი
ერმინე მოვსესიანი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0