x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართული პრეპარატი "კამელინი" კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა
image

„ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი“ (Camelyn), ეფექტიანია SARS-CoV2-ის წინააღმდეგ“. ამის შესახებ ლიეტუველი და კანადელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ინფორმაციას bsmiab.org ავრცელებს.


კვლევები ლიეტუვის ფინანსური მხარდაჭერით 7 სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მიმდინარეობდა. კორონავირუსით დაინფიცირებულ „კამელინის“ პრეპარატი გაუკეთეს, რის შემდეგაც მოხდა მათზე დაკვირვება.

ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს და მას უჯრედებზე ტოქსიკური ზეგავლენა არ გააჩნია.



„კვლევის შედეგების მიხედვით, „კამელინის“ თაფლის ექსტრაქტს არ აქვს ციტოტოქსიკური ეფექტი, არის უსაფრთხო და მან SARS-CoV2-ის წინააღმდეგ მაღალი ანტივირუსული თვისებები აჩვენა. რასაკვირველია „კამელინი“ ისე არ მუშაობს, როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება. ამასთანავე, COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ამჟამინდელი გადაუდებელი მდგომარეობის გათვალისწინებით, „კამელინი“ პერსპექტიულ და სათანადო თერაპიული ეფექტის მქონე ვარიანტს წარმოადგენს. ის არის უსაფრთხო და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია“ – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.


ლიეტუველი და კანადელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პრეპარატთან დაკავშირებით კვლევების გაგრძელება აუცილებელია.

კამელინი – M1 მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.


„კამელინ - M1“ –ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინი-M1“-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „ კამელინი - M1“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექსპერიმენტებში). „კამელინი - M1” ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე (in vitro ექსპერიმენტებში). „კამელინი-M1” აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.


კამელინის საინექციო ფორმა გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების, ტუბერკულოზური პლევრიტის (ემპიემა) და სხვა დაავადებების დროს.

0
324
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0