პროზა ერნესტ ჰემინგუეის თვითმკვლელობიდან 60 წელი გავიდა-საინტერესო ფაქტები 2021, 2 ივლისი, 13:52 ![]() 60 წლის წინ გარდაიცვალა დიდი ამერიკელი მწერალი, მეოცე საუკუნის უდიდესი კლასიკოსი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, "მამაკაცური პროზის"სიმბოლო და ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც არა მარტო ომზე, სიყვარულზე და ცხოვრებაზე წერდა. არსებობდა ჩვეულებრივი სხვა ჰემინგუეიც, რომელსაც გართობაც შეეძლო, სიურპრიზებიც მოწყობაც და სიგიჟეებიც ჩადენაც, გთავაზობთ რამდენიმე ექსცენტრიულ ისტორიას დიდი მწერლის ცხოვრებიდან, რისთვისაც ნაწილობრივ გამოვიყენე მერი დიბორნის წიგნი-ჰემინგუეის სრული ბიოგრაფია. ![]() საკუთარი ნაწარმოების წერის დროს ჰემინგუეი ყველაზე ხშირად მიირთმევდა არაქისის კარაქს და ხახვის ბუტერბროდებს. საერთოდ, მას უყვარდა კარგად ჭამა და საჭმლის მომზადებაც იცოდა. ჰემინგუეიმ ერთხელ გაზეთის სვეტში გამოაქვეყნა ვაშლის ღვეზელის რეცეპტი. დღეს, ფლორიდაში მწერლის მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ მისი სხვა რეცეპტები, მაგალითად, ჰამბურგერის რეცეპტი. ![]() ![]() ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს „მშვიდობით, იარაღო!“ ![]() ერნესტ ჰემინგუეი პოპულარული იყო ქალებში, მაგრამ ამავე დროს მას არ უყვარდა გვერდით გახედვა. სწორედ ამიტომაც მორიგი ახალი გატაცება უმეტესად ქორწინებით მთავრდებოდა. ამრიგად მწერალი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ორ ცოლისგან ჰყავდა სამი ვაჟი. ![]() სიცოცხლის განმავლობაში ჰემინგუეი დაავადდა ჯილეხით, მალარიით, კანის კიბოთი და პნევმონიით. იგი გადაურჩა დიაბეტს, ორჯერ ავიაკატასტროფას, თირკმლისა და ელენთის გახეთქვას, ჰეპატიტს, თავის ქალის მოტეხილობას, ზურგის მოტეხილობას და ჰიპერტონიას. მაგრამ საბოლოოდ საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე. ![]() ![]() მწერალი და კუბის რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო, ერთად თევზაობდნენ კიდეც. ჰემინგუეი იყო კგბ-ს აგენტი - ეს ცნობილი გახდა კგბ-ს ოფიცრის წყალობით, რომელმაც 90-იანი წლების სტალინის დროინდელი არქივებში წვდომა შეძლო. მწერალი 1941 წელს გადაიბირეს და აგენტს მიანიჭეს კოდური სახელი "არგო". გასული საუკუნის მთელი 40-იანი წლები ჰემინგუეი ხვდებოდა საბჭოთა აგენტებს ჰავანაში და ლონდონში და "გამოხატავდა დახმარების აქტიურ სურვილს". საბოლოო ჯამში, მისი სარგებელი კგბ-სთვის ძალზე მცირე აღმოჩნდა, რადგან მწერალს არ შეეძლო მიეწოდებინა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბჭოთა მხარისთვის.ამიტომ 50-იან წლებში "არგომ"აგენტის ფუნქცია შეწყვიტა. ![]() ![]() ![]() სიცოცხლის ბოლო წლებში ჰემინგუეს პარანოია დაეწყო- მწერალი დარწმუნებული იყო, რომ მას FBI დასდევდა. განსაკუთრებით ეს შიში გაიზარდა როდჩესტერის მაიოს ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნის დროს, სადაც მწერალს ელექტროშოკით "უმკურნალეს". მან კლინიკიდან მეგობარსაც კი დაურეკა და უთხრა, რომ მას უსმენდნენ. მაშინ ჰემინგუეის არავინ დაუჯერა. მწერლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 50 წლის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის ახლად მიღებული კანონის წყალობით, გაირკვა.რომ ჰუვერის ბრძანებით, ჰემინგუეი მართლაც იმყოფებოდა FBI- ის მეთვალყურეობისა და მოსმენების ქვეშ. მათ შორის იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც. ![]() 1961 წლის 2 ივლისს, მაიოს კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე დღეში, ჰემინგუეიმ თავი მოიკლა თავისი საყვარელი იარაღით, ისე, რომ მწერალს რაიმე სიკვდილისწინა ბარათი არ დაუტოვებია Vincenzo Bernardelli ამ ორლულიან თოფის მოდელს ახლა "Hemingway" ჰქვია. ![]() ერნესტ ჰემინგუეის ჰყავდა საყვარელი კატა, სნოუბოლი, ექვსი თითით, რომელიც მისმა ნაცნობმა გემის კაპიტანმა გადასცა. დღეს სნოუბოლის მინიმუმ ორმოცდაათი შთამომავალი ცხოვრობს ფლორიდაში, ჰემინგუეის მუზეუმში (ექვსი თითი გადაეცა მათ ნახევარს). დღემდე მრავალ თითის მქონე კატებს "ჰემინგუეის კატებს" უწოდებენ. ![]() 398 3-ს მოსწონს
|