x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ზღვარი გენიალობასა და სიგიჟეს შორის ძალიან სუსტია- ეს ადამიანები სწორედ ამას ამტკიცებენ

ამბობენ, რომ ყველა წარმატებული და გენიოსი ადამიანი თავისბურად უცნაურია, ექსცენტრიული და ზოგჯერ მათი ქცევები გიჟისას ჰგავს. წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებმაც ხალხს თავ არა მხოლოდ თავიანთი გონებით, არამედ უცნაურობითაც დაამახსოვრეს:

1. სტივ ჯობსი

Apple-ს დამფუძნებელი უპირატესობას ე. წ. ფრუტარიანულ დიეტას ანიჭებდა. მას შეეძლო კვირების და თვეების განმავლობაში მხოლოდ ერთი რაიმე ხილი ან ბოსტნეული ეწამა. ჯობსი თვლიდა, რომ ასეთი დაყოფილი რაციოდი დაეხმარებოდა მის სხეულს ცუდი სუნის მოშორებაში. ვარაუდობენ იმასაც, რომ სწორედ ამდაგვარმა დიეტამ შეარყია მისი ჯანმრთელობა.image

2. კვენტინ ტარანტინო

ცნობილი რეჟისორი ფილმის სცენარს ხელით წერს, მხოლოდ ამის შემდეგ გადააქვს საბეჭდ მანქანაზე. ვინაიდან სწრაფად ბეჭდვა ვერ ისწავლა, ის ამას ცალი ხელით აკეთებს, თანაც ძალიან ნელა, ასე რომ თანდათან შესწორებებიც შეაქვს ხოლმე ნამუშევარში.image

3. ჯონ “ჯეკ" პარსონსი

NASA- ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის დამფუძნებელი სერიოზულად იყო გატაცებული ოკულტიზმით და სჯეროდა სექსუალური მაგიის. ყოველი საცდელი რაკეტის გაშვების წინ, საგალობლებს უმღეროდა ძველ ბერძნულ ღმერთს პანს.image

4. სალვადორ დალი

მხატვარის უცნაურობებზე ლეგენდები დადიოდა, ერთ-ერთი მათგანია ის, რომ დალი ყველგან თან დაატარებდა ჩიბუხს, რომელშიც ულვაში ჰქონდა ჩადებული. მეგობრებთან შეკრების დროს ის ხშირად სთავაზობდა მათ “ ულვაში ხომ არ გინდათ?image

5. ჯონ ქუინსი ადამსი

ამერიკის მეექვსე პრეზიდენტს ყინვის დროსაც კი გამთენიისას უყვარდა მდინარეში შიშველი ცურვა. ერთხელ ჟურნალისტმა მას ტანსაცმელიც კი დაუმალა და ამგვარად ინტერვიუზე დაითანხმა.image

6. ფრიდრიხ შილერი

მწერალი თვლიდა, რომ დაპალი ვაშლის სუნი მის ფანტაზიას აფართოებდა, ამიტომ უჯრაში ყოველთვის ეწყო დამპალი ვაშლები. ხალხს კი ამ კაბინეტში ყოფნა მხოლოდ ღია ფანჯარასთან შეეძლო.image

7. ენტონი ნელსონი

შოტლანდიის თეატრის რეჟისორმა ერთხელ ინსპირაციული რჩევა მისცა ყველას: "იყავი კონცენტრირებული, მოუსმინე მუსიკას, უგულებელყავი ხმაური და ხშირი მასტურბაციაა საჭირო!"image

8. ნასიმ ტალები

ამერიკელმა ესეისტმა განაცხადა, რომ პირში არაფერს იდებდა, თუკი მას ძველ ბერძნული ან ძველევროპული სახელწოდება არ ჰქონდა. დალევით კი მხოლოდ ღვინოს და ყავას სვამდა.image

9. ლიოტო მაჩიდა

ბრაზილიელი მებრძოლი ყოველ დილას საკუთარ შარდს სვამს. ამ მეტოდით მან ერთხელ ქრონიკულ ხველას უშველა, შემდეგ კი ჩვევაში გადაეზარდა.image

10. რიჩარდ ფეინმანი

ერთ-ერთმა უდიდესმა ფიზიკოსმა მიიღო ნობელის პრემია კვანტური ელექტროდინამიკის სფეროში მუშაობისთვის, რომლის საფუძვლებიც მან შექმნა სტრიპტიზ კლუბში.image

11. ბენჯამინ ფრანკლინი

აშშ-ს ერთ-ერთ დამაარსებელს უყვარდა ჰაერის აბაზანები. ის ფანჯარასთან ცარიელ აბაზანაში წვებოდა ხოლმე. მას სწამდა, რომ ჰაერი დაავადებებს განდევნიდა.image

12. იოსირო ნაკამაცუ

92 წლის გამომგონებელს თავის ანგარიშზე აქვს 3000 ზე მეტი პატენტი აქვს. ის ირწმუნება, რომ ტვინს აქტიური მუშაობისთვის ჟანგბადის ნაკლებობა სჭირდება. ამიტომ, თავის ტვინის "ჩასართავად" მოხუცი იაპონელი დიდი ხნის განმავლობაში თავს წყალში ჰყოფს და ელოდება ჟანგბადისგან დაცლას.image








0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0