x
image
ქეთი1988
Mediator image
იაპონიაში გამოიგონეს სამედიცინო ნიღაბი, რომლის ჭამაც შეიძლება

image
პანდემიის გამო დღეს მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა სახის სამედიცინო ნიღაბია შექმნილი, იაპონელებმა კი აქაც გადაუსწრეს სხვებს და ისეთი ნიღბები შექმნეს, რომელთა ჭამაც შეიძლება, როგორიცაა მაგალითად ნიღაბი ნესვის ფუნთუშასგან.

იაპონელებს ახალი იდეა ძალიან მოეწონათ, წარმოიდგინეთ, ნიღაბი იჭმევა და თანაც ეკოლოგიური, არ დააბინძურებს გარემოს.image
მას ჩვეულებრივი ფქვილისგან აცხობენ, ზემოდან კი ორცხობილის ტკბილი ცომის ფენას ადებენ. ფუნთუშას ფორმა შეუცვალეს და ნიღაბიც მზადაა!

image

ნიღბები ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა, გადაგდების შემდეგ ის სხვა ცხოველების, ფრინველების და მიკროორგანიზმების საკვები გახდება. მისი წამა ადამიანსაც შეუძლია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია იაპონელი, რომელიც რამდენიმე საათით ამ ნიღბით ქუჩაში დადის და შემდეგ უპრობლემოდ ჭამს მას.

image


0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0