სისხლის სამართალი მოტაცებულ ბავშვთა გაშვილების სქემა ჯორჯია ტანისაგან 2021, 30 ივნისი, 23:35 თქვენ წინაშე ბავშვების ცნობილი გამტაცებელი ჯორჯია ტანია. მან, დაახლოებით, 5000-მდე ბავშვი მოიტაცა და მათ გაყიდვასა და გასხვისებაზე მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. ბავშვები, რომლებიც ტანმა მოტყუებით გამოსტაცა ხელიდან კანონიერ მშობლებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა იშვილეს. მაგალითად, ჯოან კროუფორდმა ტანის "სააგენტოდან" იშვილა ტყუპი გოგონები კეტი და მსახიობთა წყვილმა დიკ პაუელმა და ჯუნ ელისონმა ტანის დახმარებით იშვილეს გოგონა სახელად პამელა. თვით ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმაც კი ისარგებლა ტანის "მომსახურებით" და 1935 წელს მეუღლესთან ერთად იშვილა ბიჭუნა. გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა კანონის ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავდა შვილად აყვანის პროცედურის გამარტივებას, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი დამნაშავეს. კორუმპირებული მოსამართლეები და პოლიტიკოსები ეხმარებოდნენ ბავშვების გატაცებაში. ზოგჯერ მისი მეთოდები ძალიან მარტივი იყო: შეიძლებოდა სკოლიდან მომავალი ბავშვი მოეპარა. იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ ბავშვი მშობლებს ვეღარასოდეს ნახავდა. იმ დროს, როდესაც ტანის ბიზნესი ჰყვაოდა, ქვეყანაში ბავშვების სიკვდილიანობა უმაღლეს დონეზე იყო. იგი ბავშვებს მონებად ყიდდა, ასევე სოფლებში სამუშაოდ ან ფაბრიკებში დამხმარე პერსონალად . ზოგიერთი ბავშვი გაყიდული იყო მოძალადესა და პედოფილზე. ტანს ბავშვების ინგლისში გადაყვანისას გზა გაკვალული ჰქონდა. მხოლოდ ძალიან იღბლიანები ხვდებოდნენ უშვილო ოჯახებში. ჯორჯია ტანი მისისიპის შტატ ხიკორში 1891 წელს დაიბადა.ქალიშვილობაში ავტოკატასტროფაში მოჰყვა, დაკოჭლდა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, თავისი ნაკლი შარვლითა და მამაკაცური ჩაცმულობით დაეფარა. მუშაობა მისისიპის საბავშვო სახლში დაიწყო. დასაწყისში შვილად აყვანის აუცილებელ დოკუმენტაციას აფორმებდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა შვილად აყვანის მყარი მექანიზმი და ამაზე შეიძლებოდა კარგად მოეთბო ხელი იმ წყვილებისგან, რომლებიც ბავშვზე ოცნებობდნენ. პირველი დედა, რომელიც დაზარალდა, პოუზ ჰარვი იყო. პოუზი დიაბეტით იტანჯებოდა, ყოფილ ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ტანმა ისარგებლა არსებული მდგომარეობით და მამისგან მიიღო იურიდიული თანხმობა, რის შედეგადაც დედა 2 წლის ბიჭის აღზრდაში უუნაროდ მიიჩინეს, ბავშვი უნდა გადასცემოდა ბავშვთა სახლს. 1922 წლის გაზაფხულის ერთ დილას ჯორჯიამ ბავშვი პირდაპირ სახლის ეზოდან წაიყვანა. მან ბავშვთა სახლში სასაწრაფოდ გააფორმა დოკუმენტაცია შვილად აყვანის თაობაზე, რაზეც მანამდე იყო მოლაპარაკებული. როუზმა ადვოკატი აიყვანა და დაიწყო ძიება, მაგრამ უშედეგოდ. ვესტერნ-სტეიტის ფსიქიატრიული საავადმყოფო ჯორჯია ტანის ბავშვებით ვაჭრობის ერთ- ერთი წყარო გახდა. ახალგაზრდა პაციენტებს აუპატიურებდნენ და აიძულებდნენ გარკვეული თანხის საფასურად ერთმანეთთან, დაცვის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაემყარებინათ სექსუალური კონტაქტი. ბავშვები, რომლებიც ამის შედეგად იბადებოდნენ საავადმყოფოში, პირდაპირ ჯორჯია ტანთან მიემგზავრებოდნენ... 1924 წელს ტანმა ტენესის ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო ჩინოვნიკები, იურისტები, რომლებიც დაეხმარნენ საკუთარი უპატრონო ბავშვთა სახლის დაარსებაში. იქვე გაიცნო თავისი პარტნიორი ქალი, რომელიც მერე მისი საყვარელი გახდა - ენ ეტვუდ ჰოლინსვორტი. მის მოვალეობაში შედიოდა ახალშობილების მოძიება. მშობელს, რომელიც ბავშვს მიაკითხავდა ბაღში წამოსაყვანად, შეიძლება უკვე გაშვილებული დახვედროდა. გამოძიება, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდებოდა. ბავშვები უკვალოდ იკარგებოდნენ. დიდი მოთხოვნა იყო ახალშობილებზე. ტანმა სამშობიარო სახლებში მოისყიდა ექიმები და ექთნები, რომლებიც მშობლებს ბავშვის სიკვდილიანობის შესახებ აუწყებდნენ. ამის შემდეგ ჯორჯია დოკუმენტებს აყალბებდა და გადაკეთებულ დაბადების მოწმობას აძლევდა ახალ მშობლებს. არ ინტერესდებოდა ფერადკანიანი ბავშვებით, რადგან თვლიდა, რომ თეთრკანიან და ცისფერთვალება ბავშვებზე უფრო დიდი მოთხოვნა იყო და უფრო ძვირადაც ფასობდნენ. არსებობდნენ სასაწაულებრივად გადარჩენილები, რომლებიც ყვებოდნენ იმ საშინელებებზე, რასაც სჩადიოდა ტანი თავის დაწესებულებაში. ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალშობილებზე იყო. ტანს თავისი ხალხი ჰყავდა სამედიცინო დაწესებულებებში. მედდები დედებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ჩვილები გარდაიცვალნენ. გვამს არ აჩვენებდნენ და ამასობაში პატარა სულ სხვა შტატში მიემგზავრებოდა მანქანით ან მატარებლით. მას სარდაფში ჰქონდა მოწყობილი სასაკლაო, სადაც ბავშვებს აწამებდა და კლავდა. გამოძიებამ, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო, ვერ უპასუხა ყველა კითხვას, მაგრამ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საზოგადოება შოკირებული ყოფილიყო მისი დანაშაულებრივი მასშტაბებით. 1935 წლისთვის მისმა დანაშაულებრივმა ქსელმა 50-იდან 48 შტატი მოიცვა. გასაკვირია, როგორ შეძლო მთელი ქვეყნის გაბითურება. განცხადებას, რომელსაც საახალწლოდ ჟურნალში აქვეყნებდა, სათაურად ეწერა: "გინდათ რეალური ცოცხალი სასახალწლო საჩუქარი?" - საკმაოდ უცნაურად ჟღერდა. ერთი რეკლამა კი ასეთი გახლდათ: "თქვენი მოთხოვნისამებრ! ჯორჯს თამაში უნდა, მაგრამ მამა სჭირდება. "დაიჭირე ეს ბურთი, მამიკო!" გინდათ, ამ ხუთი წლის ბიჭუნასთან თამაში? მას ჯორჯი ჰქვია. შეგიძლიათ ბავშვების საკითხებში რედაქტორს დაუკავშირდეთ. ჯორჯია ტანთან თანამშრომლობით ტენესის ბავშვთა სახლი საშობაოდ 25 ბავშვს შემოგთავაზებთ გასაშვილებლად". 40-იან წლებში ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდამ, როგორც იქნა, დააინტერესა ადგილობრივი ხელისუფლება. ტანის საქმიანობის გამოძიება 1950 წელს დაიწყო. სახელმწიფო გამომძიებელმა რობერტ ტეილორმა დაათვალიერა ჯორჯია ტანის ბავშვთა სახლი და შოკირებული იყო: "აქ ბავშვები ბუზებივით იხოცებიან, ისინი საშინელ ანტისანიტარულ პირობებში არიან და გარდა ამისა, არიან ძალადობის მსხვერპლნი". ტანის სიკვდილამდე სამი დღით ადრე, ტენესის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე მას "სიკვდილის ანგელოზი" უწოდა. ტანი სიმსივნით გარდაიცვალა 1950 წლის 15 სექტემბერს. 87 1-ს მოსწონს
|