x
რჩევები ბებოს სკივრიდან
image
1.ალოეს ახალგამოწურული წვენი ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს. დაასველეთ ბამბის ტამპონი ალოეს წვენში და წაისვით ნაოჭებისკენ მიდრეკილ ადგილებში.

2.ჩაის მაგარი ნაყენი თმას წაბლისფერ ელფერსა და ბზინვარებას სძენს. სუფთა თმაზე გადაივლეთ ნაყენი, შემოიხვიეთ პირსახოცი და 15 წუთი ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ.

3. თუ სუსტი და მტვრ ევადი ფრჩხილები გაქვთ, მოამზადეთ შემდეგი აბაზანა: გამთბარ მზესუმზირის ზეთში დაუმატეთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი ლიმნის წვეთი.

4.თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, მწვანე ჩაის დაასხით ქაფქაფა წყალი, წამოადუღეთ, დააყენეთ და გადაწურეთ, დაუმატეთ 30გ არაყი და 1ჩ/კ ლიმონის წვენი, გააზავეთ 1 ლ წყალში და თმაზე დაგაივლეთ.


5. ნივრის წვენი კოჟრების მოცილებაში დაგეხმარებათ. დაილბეთ ფეხები ცხელ წყალში და შემდეგ კოჟრებზე ნივრის წვენის კომპრესები დაიდეთ(პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირის განმავლობაში).

6.რძე მალე, რომ არ გაფუჭდეს, ჩააყარეთ მასში ცოტაოდენი მარილი.

7.რძე დიდხანს არ ამჟავდება, თუ მას შაქართან ერთად აადუღებთ.

8.ლიმონმა, რომ ბევრი წვენი გამოუშვას, გაწურვამდე 5 წუთი ცხელ წყალში გააჩერეთ.

9. ხალიჩამ სიხასხასე, რომ არ დაკარგოს, გაწმინდეთ პერიოდულად ვაშლის ძმარში დასველებული ჩვრით.

10.ფერადი თეთრეული არ გახუნდება თუ, გარეცხვამდე რამდენიმე წუთით მარილიან წყალში ჩაალბობთ.

0
1004
4-ს მოსწონს
ავტორი:sandy1
sandy1
1004
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0