x
რჩევები ბებოს სკივრიდან
image
1.ხახვი აღარ აგატირებთ, თუ დანის წვერზე შავი პურის გულის პატარა ნაჭერს წამოაგებთ.

2. რბილი ავეჯიდან ცხიმიან ლაქებს ადვილად მოაშორებთ, თუ დაბინძურებულ ადგილებს ბენზინისა და დაფხვილი ცარცის ნარევით დაამუშავეთ.

3. ნიგოზს ადვილად გააცალკავებთ ნაჭუჭისაგან, თუ თუ წინასწარ რამდენიმე წუთით ცხელ ღუმელში გააჩერებთ.

4. შპალერიდან ცხიმიან ლაქებს ადვილად მოაშორებს ცარცი. დაამუშავეთ ლაქები ცარცით(ისე, რომ მთლიანად შეიღებოს) და დატოვეთ ასე მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ უბრალოდ ჩამობერტყეთ ცარცის ნარჩენები.


5. ლაკის ნაწარმს კარგად წმენდს რძე, შემდეგ შეამშრალეთ ჩვრით.

6. პერანგის საყელოზე რეცხვის მიუხედავად ხშირად რჩება ლაქები და სიყვითლე. მსგავს ლაქებს კარგად აშორებს ჭურჭლის სარეცხი ჟელე.

7. შალის სამოსს სიპრიალე, რომ მოაშოროთ გაწმინდეთ ის ადგილები ძმარში დასველებული ჯაგრისით.

8. თეთრი ტანსაცმელი და თეთრეული ქათქათა გახდება, თუ გარეცხვამდე 2 საათით ამჟავებულ რძეში ჩაალბობთ.

9. შუშა ბროლივით იბრწყინებს, თუ მას ძმარგარეულ წყალში დასველებული ნატის ნაჭრით გაწმენდთ.

10. თუ თქვენი კბილის ჯაგრისი უხეშია, ჩადეთ რამოდენიმე საათით თბილ მარილიან წყალში.

1
115
4-ს მოსწონს
ავტორი:sandy1
sandy1
115
  
2013, 10 ივლისი, 17:26
საინტერესო რჩევებია.
0 1 1