x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: პოლონეთში რეკორდულად გიგანტური სეტყვა მოვიდა
image


გაუსაძლისი სიცხის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში კოკისპირული წვიმებია. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყურება ახლა საფრანგეთის ქალაქების ქუჩები.





ძლიერმა სეტყვამ დაანგრია სახლების მინები და სახურავები, დააზიანა მანქანები. მთავრობა ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვს დარჩნენ სახლში. ასევე აფრთხილებენ, რომ შესაძლებელობის ფარგლებში თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების და ელექტროტექნიკის გამოყენებისგან, ჭექა-ქუხილის გამო. შვეიცარიაში დაიტბორა ლა როშის კომუნის მთავარი გზა. რამდენიმე დაზარალებული ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.






პოლონეთში კი ყინულიანი წვიმა დაიწყო - ციდან 13 სანტიმეტრის უზარმაზარი სეტყვა მოდიოდა. პოლონეთის მოსახლეობას აქამდე მსგავსი არაფერი უნახავს.






0
288
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0