x
image
ნათია ჩხობაძე
რატომ არის საშიში ბიუსტჰალტერი?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალების 90%, მკერდის ზომის მიუხედავად, ატარებს ბიუსტჰალტერს. ასევე, სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა შემდეგი სტატისტიკა: ქალები, რომლებიც 24 საათს ატარებენ ბიუსტჰალტერს, 113-ჯერ უფრო ხშირად განიცდიან ძუძუს კიბოს დაავადებებს, ვიდრე ისინი, ვინც მას 12 საათის განმავლობაში ატარებენ. მაგრამ მათ, ვინც მთლიანად მიატოვა ეს საცვლები, დაზღვეულია 21-ჯერ მეტად ყველასთან შედარებით.image

მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქალების ჯანმრთელობას, განპირობებულია იმით, რომ გოგონები ირჩევენ ბიუსტჰალტერებს, ისე რომ არ ითვალისწინებენ დისკომფორტს, ზომას და ა.შ. თუ თქვენი ბიუსტჰალტერი ძალიან მჭიდროა თქვენთვის, თავი დაანებეთ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგრძნობთ ძლიერ ზეწოლას მკერდზე, რითაც ირღვევა სისხლის ნორმალური მიმოქცევა სარძევე ჯირკვალში, რაც ხელს უშლის ლიმფის გადინებას და რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასტოპათია, ცისტოზი და სიმსივნეები.

image

არსებობს პოპულარული მითი, რომ ბიუსტჰალტერი უნდა ატარონ, რომ არ დაეშვას მკერდი. დღემდე, მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი ბიუსჰალტერის ტარებას და მკერდის დეფორმაციას შორის.


image
ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად, ექიმები გვირჩევენ შემდეგს: უარი თქვით მჭიდრო ბიუსტჰალტერზე და ნუ დაიძინებთ ბიუსტჰალტერში, ასევე არ ჩაიცვათ მკერდის ასაწევი მოდელი, აირჩიეთ საცვლები მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებისგან. გარდა ამისა, ფოლადიანი დამჭერით ბიუსტჰალტერები არ უნდა აირჩიოთ თქვენი ყოველდღიური გარდერობისთვის, რადგან ისინი უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ ლიმფურ კვანძებზე.

1
181
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
181
  
2021, 30 ივნისი, 21:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1