სამარხვო კერძები საზაფხულო კოტლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე 2021, 30 ივნისი, 9:26 ეს კოტლეტი ხორცის გარეშე მზადდება, მაგრამ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საგემოვნო თვისებებით, სხვა კოტლეტს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება: არის ძალიან ნაზი და მადის აღმძვრელი ხრაშუნა ქერქი აქვს. ინგრედიენტები: შვრიის ფასტელი – 200 გრ. მდუღარე წყალი – 200 მლ. კარტოფილი – 2 ცალი ( 250 გრ.) ხახვი – 2 ცალი ნიორი – 3 კბილი მარილი – 1 ჩ. კ. (არასრული) პილპილი – გემოვნებით მწვანილი – გემოვნებით საფანელი – ამოსავლებად ზეთი – შესაწვავად მომზადება: I. შვრიის ფანტელს დაასხით წყალი, ამოურიეთ და გააჩერეთ 15–20 წთ > ვიდრე ფანტელი გაფუვდება, დააბლენდერეთ ხახვი და ნიორი > კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე > ყველაფერი ერთ თასში მოათავსეთ და ერთმანეთს კარგად შეურიეთ. II. თასში გადაიტანეთ შვრიის ფანტელი > დაამატეთ მარილი და პილპილი > ინგრედიენტები კარგად შეურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი. მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი და წებოვანი. III. დაყავით ფარში გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში > შეწვით ზეთში (მომზადების დროს, ტაფას სახურავი დაახურეთ). IV. ორივე გვერდიდან კარგად რომ შეწითლდება, ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად, ცოტა ხნით, ქაღალდის პირსახოცზე მოათავსეთ. 551 2-ს მოსწონს
|