x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დათო ხუჯაძემ ქორწილი აჭარაში გადაიხადა(ვიდეო)
image46 წლის მომღერალი დათო ხუჯაძე ეკა დალაქიშვილზე ამა წლის თებერვალში დაქორწინდა, თუმცა ქორწილი ახლა გადაიხადა. დათო ხუჯაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. წყვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის ოაზისში აღნიშნა.მომღერალმა ქორწილი საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია.


ქორწილს ცნობილი სახეები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. დათომ მეუღლესთან ერთად ქორწილში სიმღერაც შეასრულა, თუმცა სიმღერის მეორე კუპლეტი დაავიწყდა რა დროსაც მოღერალმა ასეთი განმარტება გააკეთა:

"რა ხდება იცით?ჩვენ ორივე იმერლები ვართ და რატომღაც ამოვიჩემეთ ეს სიმღერა".



დათო ხუჯაძის კარიერა იწყება ჯგუფ " სახეში", რა დროსაც საყოველთაო წარმატება ხვდა წილათ, იმ პერიოდში ქართულ პოპ მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება. ჯგუფის თითქმის ყველა სიმღერა გაჰიტდა: „თოვლი მოსულა”, „შენ რა სექსი ხარ”, „რომ შემეძლოს მე“, „ამაღამ”, „როგორ მინდა მოგეფერო”, „ახლა შენი დროა”, „მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი" და სხვა.



2000 წლიდან დათო ხუჯაძე სოლო კარიერას იწყებს, 2002 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი I Want You To Want This, შემდეგ მეორე - I Don't Want To Hurt You (2003). დათომ ამერიკელ რეპერ ქულიოსთან ერთად კონცერტი გამართა თბილისში და მოაწყო ჯემსეიშენი ჯგუფ "მანჰეტენ ტრანსფერ"-ტან ერთად.

image

2004 წლიდან იგი მოსკოვში განაგრძო მოღვაწეობს.დათო არაერთხელ იქნა აღიარებული საქართველოში "წლის მომღერალად"; ის არის "სლავიანსკი ბაზარის" ფესტივალის გრან-პრის ლაურეატი (2000), "აზიის ხმის" ფესტივალზე (ალმა-ატა) მაყურებლის სიმპატიის პრემიის ლაურეატი .Sand Dream-ის გადაღებული დათოს კლიპი "მახინჯი ვარ", გახდა მოსკოვის XV საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ლაურეატი.



ხუჯაძემ წლების წინ მოსკოვში ნათია ონიანზე იქორწინა, თუმცა წყვილი 2012 წელს დაშორდა, ჰყავთ საერთო ქალიშვილი

image

1
374
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
374
  
2021, 5 ივლისი, 14:02
"ბოი ბენდი" არა ბიჭების ჯგუფი
0 1 1