x
ნუმეროლოგია და წყვილები ნაწილი 4
image ვაგრძელებთ მიმოხილვას და გადავდივართ 2-ანებზე


2-ანი და 2-ანი


ძალიან სტაბილური და ჰარმონიული კავშირია, რომელსაც საფუძვლად უდევს სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, საერთო პრიორიტეტები და ინტერესები. ასეთი ურთიერთობა ყალიბდება მაშინ, როცა ორივე 2-ანი უკვე ზრდასრული, გამოცდილი და ჩამოყალიბებული პიროვნებაა, მაგრამ თუ ისინი ახალგაზრდები არიან-ურთიერთგაგების ძიებაში შეიძლება ერთმანეთს გულიც კი ატკინონ, გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. მათ ტანდემს ბედნიერს ხდის მოვალეობების და უფლებათა თანასწორობა და ამ დროს გენდერული განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია, რადგან, როგორც არავის მათ ისე შეუძლიათ ერთმანეთს წააშველონ ხელი და გაუადვილონ ცხოვრება.

სექსუალურ ურთიერთობაში საკმაოდ მალე აღწევენ ჰარმონიას, მათი ძალზე განვითარებული ინტუიციის წყალობით იმდენად დიდი ემოციური თანხვედრა ყალიბდება, რომ სიტყვების საჭიროება სულაც არ არის.


ასეთ კავშირში ღალატის შანსი საკმაოდ მცირეა, რადგან მათ შორის არსებული დიდი ნდობა და სულიერი სიახლოვე არ მისცემს საშუალებას არც ერთ პარტნიორს, ეძიონ გართობა სხვაგან. ისინი არჩევენ გაუზიარონ საკუთარი სურვილები და მისწრაფებები პირველ რიგში საკუთარ პარტნიორს და მასთან განიცადონ თავდავიწყება.


2-ანი და 3-ანი


კავშირის ამ ვარიანტში გავლენის სფერო მკვეთრი და თვალშისაცემი საზღვრითაა გამოყოფილი. 3-ანი გარშემო მყოფებთან ურთიერთობას, ხოლო 2-ანი ოჯახის წევრებს შორის კავშირს არეგულირებს.2 -ანი უნდა შეეგუოს, რომ საკითხებს, რომელიც შეეხება ოჯახის დასასვენებლად წასვლას, ბავშვების მომავალს დასაცხოვრებელი ადგილის შეცვლას ყოველთვის გადაწყვეტს 3-ანი და 2-ანს პოსტფაქტუმ მოუწევს ამის გაგება. ზოგადად 3-ანი თვლის, რომ მასზე კარგად მსგავს საკითხზე ვერავინ იფიქრებს.

2-ანს უნდა ახსოვდეს, რომ ოჯახში მხოლოდ მშვიდობისმყოფელის როლი ეკისრება და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა განურისხდეს 3-ანს მის უხეშობაზე, ვინაიდან 3-ანი ამას ომის დაწყებად აღიქვამს და არ დაწყნარდება მანამ, სანამ არ ჩათვლის, რომ ბოლო სიტყვა მისია.

მათი ინტიმური სფერო საკმაოდ წარმატებულია, რადგან 3-ანი ფანტაზიის უშრეტი წყაროა და 2-ანი კი აძლევს მას ამ ფანტაზიების რეალიზების საშუალებას. კონფლიქტს ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა 3-ანი სთავაზობს პარტნიორს ისეთ რამეს, რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მათ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი არ დადგება თუ 3-ანი ღალატს არ გაბედავს, აი მაშინ კი საოცრად მომთმენი 2-ანის ფიალა საბოლოოდ ივსება და 3-ანს ოჯახის შენარჩუნების შანსი აღარ რჩება.


2-ანი და 4-ანი

ეს ძალზე პროდუქტიული და კომფორტული კავშირია. ორივე პარტნიორი მიზანმიმართულია თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისკენ, ამასთან არ ეშინიათ სირთულეების.

საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავებას ამ კავშირში 4-ანი იღებს საკუთარ თავზე, რითაც პარტნიორს აძლევს შანსს, რომ მან ორივე მათგანის სულიერ კომფორტზე იზრუნოს. 2-ანი ზრუნავ, რომ პარტნიორი არ გადაიღალოს და არ გადაეშვას თავით სამუშაოში.

ეს კავშირი განსაკუთრებით ხელსაყრელია 2-ანისთვის, რადგან იგი უზიარებს საყვარელ ადამიანს არამარტო სულიერ სითბოს, არამედ ღებულობს მისგან დიდ მორალურ და ენერგეტიკულ მხარდაჭერას. პრობლემა შეიძლება წარმოიშვას იმის გამო, რომ 4-ანი ხშირად ძალზედ ტრადიციულ ჩარჩოებში ექცევა და რთულად იღებს სიახლეებს-ამაზე ზრუნვაც 2-ანებს უწევთ.

მათი სექსუალური ცხოვრება იშვიათად გამოირჩევა მრავალფეროვნებით მაგრამ ორივეს აკმაყოფილებს. ჭეშმარიტად ერთმანეთზე ზრუნვა მათ ეხმარება ყველა სურვილი და სირთულეც, კი გააანალიზონ და იმოქმედონ შეთანხმებულად. მათი პლუსია ის, რომ ყველაფერს ძალდაუტანებლად აკეთებენ და არასოდეს წავლენ ავანტურაზე.


2-ანი და 5-ანი

ეს არის კავშირი სადაც 2-ანს მუდმივად ჩრდილში მოუწევს ყოფნა და იქედან დატკბება პარტნიორის ბრწყინვალებითა და განუმეორებლობით. მოწყენისთვის ვერ მოიცლიან-ხუთიანის სწრაფვა მუდმივი ცვლილებებისკენ ორივეს არ მისცემს მოწყენის საშუალებას. ზუსტად 5-ანის გავლენით ამ კავშირს არასოდეს მოაკლდება მხიარულება, შემოქმედებითი მუხტი და ავანტურა. 2-ანს ურჩევნია არ მიყვეს ფეხდაფეხ პარტნიორს რადგან 5-ანის უშრეტი ენერგია მისთვის დამღლელი და დამთრგუნველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორ ძლიერადაც არ უნდა ენდობოდეს პარტნიორს 2-ანი, სჯობს ყური დაუგდოს საკუთარ ინტუიციას და ისე აკონტროლოს არცთუ სტაბილური სექსუალური ურთიერთობა, 5 ა-ნი თავდაპირველად ლიდერის პოზიციას იკავებს, სთავაზობს, რა პარტნიორს ათასგვარ გასართობს და ექსპერიმენტს. თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნევს, რომ პარტნიორი გადაიღალა, იგი მთლიანად საკუთარი თავის დაკმაყოფილებაზე გადაერთვება და 2-ანი თავს მარტოსულად იგრძნობს.

მათ ურთიერთობას სტაბილურობას შესძენს ის, რომ ორივე პარტნიორმა მონაცვლეობით შესთავაზოს ერთმანეთს საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობა.

2
129
2-ს მოსწონს
ავტორი:იზა კო
იზა კო
129
  
0 1 2