x
image
მაია 24
გარდაუვალი ცვლილებები და ახალი იდეების რეალიზება - ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი 9 ივლისამდე პერიოდი?!
image


რას მოუტანს მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი (25 ივნისიდან - 9 ივლისამდე) ზოდიაქოს ნიშნებს. თემასთან დაკავშირებით ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


"ძირითადი მახასიათებლები


2021 წლის ასტროლოგიურ პროგნოზში (რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა) ვწერდი, რომ 2021 წლის „ძირითადი“ ასპექტი იქნებოდა სატურნი-ურანის კვადრატი. ზოგადად, ეს ასპექტი - განასახიერებს ძველისა და ახლის ჭიდილს, უთითებს ცვლილებების აუცილებლობაზე, რომლებიც უკვე არსებული წესებს და ცხოვრების სტილს შეეხება. გარდა ამისა, ეს ასპექტი ხელს უწყობს ახალი იდეებისთვის ხორცის შესხმას. ეს არის სისტემის და ცვლილებების სინთეზი, თუმცა როდესაც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან კონსერვატორი მმართველები, ეს იწვევს სერიოზულ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს.



როდის იმოქმედებს?!


სატურნი-ურანის კვადრატს 25 ივნისიდან - 9 ივლისამდე შეუერთდება მარსი. ეს შექმნის ასტროლოგიურ კონფიგურაციას ე. წ. ტაუ-კვადრატს. ეს საკმაოდ რთული კონფიგურაციაა და იძლევა ენერგიის აკუმულირებას და მოულოდნელ გამოთავისუფლებას, რაც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელ დარტყმას და ნგრევას იწვევს.


რას დაუკავშირდება?!


ეს ტაუ-კვადრატი ორი კვირის განმავლობაში აქტიური იქნება და დაუკავშირდება სწორედ ძველისა და ახლის დაპირისპირებას, რაც მოსალოდნელია სერიოზულ კრიზისებში და დაპირისპირებებში გარდაისახოს. ეს მოსალოდნელია გამოვლინდეს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია რეფორმებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების შექმნა. არ არის გამორიცხული ზოგან ცვლილებებს რადიკალური ფორმა მიეცეს, რასაც არც თუ სასურველი შედეგები მოჰყვება. მოსალოდნელია სიტუაციების გამწვავება იმ ადგილებში, სადაც „მყიფე მშვიდობაა“, ანუ ქვეყნებს შორის მოსალოდნელია გამწვავდეს ძველი დაპირისპირება, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ხანძრების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების ალბათობაც.


შეიძლება თუ არა ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენება?!


ცხადია, შეიძლება. რადგან კვადრატი, როგორც ასპექტი - ეს არის კონფლიქტი, ხოლო ოპოზიცია - დაპირისპირება. ნებისმიერი ტაუ-კვადრატი რთულად სამართავი კონფიგურაციაა, თუმცა ის ბევრი წარმატებული ადამიანის პირად ჰოროსკოპში გვხვდება. ადამიანმა თუ შეძლო იმის გაცნობიერება, მისი ხასიათის რომელი თვისებები უბიძგებს მას კონფლიქტებისა და დაპირისპირებებისკენ, თუ შეძლო გაცნობიერება, ეს კონფლიქტები რომელ სფეროში ვლინდება და შეძლო ამ ყველაფრის დამუშავება, ეს ენერგია უკვე მოსალოდნელია გახდეს უდიდესი „დრაივერი“, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახალ-ახალი და რაც მთავარია, გაბედული ცვლილებებისკენ. ამას კი ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული წარმატებები მოსდევს.


ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი?!


ეს ტაუ-კვადრატი გამოვლინდება ინდივიდუალურ დონეზეც. ეს მოიტანს ახალ დინამიკას და დაძაბულ სიტუაციებს იმ ადამიანების ცხოვრებაში:


1. ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი აქვს. მიუხედავად იმისა, რომელ ზოდიაქოს ნიშანში თუ სახლში მდებარეობს ეს სამი პლანეტა, რადგან ეს იქნება რეზონანსული კონფიგურაცია, აქედან გამომდინარე ამ ორკვირიან პერიოდში ამ ადამიანებმა ფრთხილად უნდა გაიარონ. ყველა ცვლილება წინდახედულად განახორციელონ.


2. ვის პირად ჰოროსკოპშიც, ვისაც კუროს ან მორიელის 14-15 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული. ამ ადამიანების ცხოვრებაშიც დინამიკა ერთი-ორად მოიმატებს და მათ წინდახედული მოქმედებები მართებთ.


3. ვის პირად ჰოროსკოპშიც მარსი - ლომის მე-10 გრადუსიდან - მე-18 გრადუსში აქვთ განთავსებული ან სატურნი - მერწყულის მე-11 ან მე-12 გრადუსში აქვთ განთავსებული.


4. ყველაზე სუსტად გამოვლინდება ფიქსირებული ნიშნების ცხოვრებაში: კუროების, ლომების, მორიელების და მერწყულების ცხოვრებაში.


P.S. სხვა ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება".




ასევე დაგაინტერესებთ:




კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ


6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე

0
1129
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0