x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137462
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
გულახდილი საუბრები. მერჩივნა ცოლს ეღალატა

image მე და ნუნუკა პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ყველას უკვირდა, ასე რატომ აჩქარდითო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა დროის გაწელვას, როცა ჩვენ ასე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.

დიდხანს ვეძებდი ასეთ გოგოს: ლამაზიც არის, საინტერესო მოსაუბრეც, ლოგინში ხომ, პირდაპირ, ცეცხლია. ერთხელ, ქორწილამდე, ზღვაზე წავედით და პატარა სახლი ვიქირავეთ. ისეთ ვნების ცეცხლში გამხვია, ორი კვირის განმავლობაში ზღვა საერთოდ არ გამხსენებია, მაგრამ ეს ყველაფერი ქორწინებამდე იყო. მას შემდეგ კი, რაც ცოლი შევირთე, 180 გრადუსით შეიცვალა სიტუაცია. ვნება და ცეცხლია კი არა, ქალი მიწევს ლოგინში თუ ფიცარი, ვერ ვიგებ. თანდათან ეჭვიანობამ შემიპყრო და გადავეკიდე, ეთქვა ასეთი ცვლილების მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ნუნუკას არც არასდროს მიუღია სექსის დროს სიამოვნება და ქორწილამდელი "აწყვეტაც" მხოლოდ ნიღაბი ყოფილა, რადგან ვიღაცისგან გაუგია, კაცებს ცივი ქალები არ უყვართო. ახლა კი, როგორც ჩანს მობეზრდა ვნებიანი ქალის როლის თამაში, ან უბრალოდ, გაინაღდა გათხოვილი ქალის იმიჯი და სპექტაკლების ჩატარების აუცილებლობას ვეღარ ხედავს. მე სულელს კი სექსის გიგანტად მყავდა თავი წარმოდგენილი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულში ჩამაფურთხეს. მგონი, რომ ეღალატა, ასეთ ტკივილს ვერ მომაყენებდა

6
2237
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2237
  
2012, 8 სექტემბერი, 17:52
აბა ეგ მე რა ვიცი:D
2012, 8 სექტემბერი, 16:28
ჯობდა ეღალატა აბა..ნაღდია? ეხლა ნეტა როგორ აქვთ საქმე? ერტად არიან?
2012, 8 სექტემბერი, 12:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 8 სექტემბერი, 12:09
ძაან ცუდი რამეა:D
2012, 8 სექტემბერი, 12:08
რაა?:D
2012, 8 სექტემბერი, 12:07
ვაიმე
0 1 6