საბავშვო "აღსარება დედისა"-წიგნი,რომელიც თიკო ჩხეიძემ გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა 2021, 28 ივნისი, 9:11
„სექტემბერს არ შერცხვა, თავის დროზე მაინც მოვიდა. არც დედამიწას გაუჩერებია ბრუნვა. მთვარეს ისევ მზე ცვლიდა ცაზე. მხოლოდ ერთი მზის სხივი გამოჰკლებოდა სამყაროს.
პრინცესა ტატა სექტემბერში აღარავის უნახავს… ფერები, რომლებიც ასე მკვეთრი მეჩვენებოდა, გამქრალიყო. მხოლოდ მონატრება ჩანდა ლამაზი სახის, თბილი თვალების… შორეულ გზაზე…“-ასეთ წარწერას ნახავთ მოდელ თიკო ჩხეიძის წიგნის გარეკანზე, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ დაღუპულ თავის ქალიშვილს, ტატას მიუძღვნა.
"როდესაც არაფერზე არ ვფიქრობდი, შემოვიდა ტატას ერთ-ერთი ნათლია და თქვა, რომ მე დავწერ ტატაზე წიგნს..ეს ფრაზა მერე ხშირად მეორდებოდა, რომ ტატაზე დავწერ წიგნს, თუმცა არ დადგა ის მომენტი, რომ ეს ერთ წიგნად ექცია, თუმცა კი გეგმა აქვს დ აუნდა დაწეროს..მაგრამ მე რატომღაც დავჯექი, ისეთი პერიოდი იყო ჩემთვის, ჩავიკეტე და დავწერე..საკმაოდ ემოციური წიგნი გამოვიდა და მარტივად იკითხება"-განაცხადა თიკო ჩხეიძემ "შუადღის" ეთერში. მისივე თქმით 9 წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა ისიამოვნებს ამ წიგნით. შეგახსენებთ, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის და მოდელ თიკო ჩხეიძის 9 წლის ქალიშვილი 2018 წლის 15 აგვისტოს, ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა, გოგონა თბილიში დოლიძის ქუჩაზე სახლის ფანჯრის გისოსებზე აძვრა, სადაც დენი გადიოდა. 301 3-ს მოსწონს
|