x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დედოფალ ვიქტორიას პანტალონები, მეფე ედუარდის სავარძელი და რეკორდულ თანხად გაყიდული დიდგვაროვანთა სხვა ნივთები
image


ისტორიის მოყვარულები მხოლოდ იმაზე ოცნებობენ რომ მათ კოლექციებს რაც შეიძლება მეტი ორიგინალური, სამეფო ნივთი შეემატოს, თუმცა ასეთი სურვილის ფასი დამეთანხმებით რომ საკმაოდ მაღალია, თუმცა არსებობენ ისეთი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც ისტორიული პიროვნებების ნაქონ ნივთებში უზარმაზარ თანხებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იხდიან. ჭეშმარიტმა შემფასებლებმა დედოფლების საცვლები, მეფე ედუარდ VII- ის "სექსს - სავარძელი" და ბრილიანტის საოცარი სამკაულები აუქციონებზე კოლოსალურ თანხებად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნივთი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაურია, მათზე მოთხოვნა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ყოველწლიურად იზრდება. აი, კიდევ რამდენიმე საოცარი სამეფო ნივთი, რომელშიც აუქციონზე საკმაოდ სოლიდური თანხა იქნა გადახდილი.



პრინცესა დიანას კაბა, რომელშიც ის ჯონ ტრავოლტასთან ერთად ცეკვავდა: 264 000 ფუნტი

image


სამოსი, რომელშიც პრინცესა დიანა ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად, 1985 წელს თეთრ სახლში მიღებაზე ცეკვავდა, 2019 წელს უზარმაზარ თანხად გაიყიდა. ხავერდოვანი, მუქი ლურჯი ფერის კაბა პირველად, საქველმოქმედო აუქციონზე 1997 წელს მოხვდა, თუმცა მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ გაიყიდა.


image


ამ მდიდრულ, საღამოს კაბას დიზაინერი ვიქტორ ედელშტეინი 11 წლის განმავლობაში ქმნიდა. პრინცესა დიანამ ის მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებაზე ჩაიცვა, მათ შორის ავსტრიაში 1986 წელს ვიზიტისას და 1997 წელს გრაფ სნოუდონის პორტრეტის გადასაღებად.




დედოფალ ელისაბედ II - ის ტრუსები: 11 000 ფუნტი


image


საცვალი, რომელიც სავარაუდოდ დედოფალ ელისაბედ მეორეს ეკუთვნოდა, eBay- ზე 2012 წელს გაიყიდა. გამყიდველის თქმით, 1968 წელს დედოფლის ჩილეში ვიზიტის დროს ტრუსი თვითმფრინავში იქნა ნაპოვნი, რომელზეც "E" (ელისაბედი) ინიციალი იყო ამოქარგული. ამბობდნენ, რომ საცვალი პილოტმა წაიღო და ის თავის უნგრელ მეგობრებს გადასცა, ხოლო 2010 წელს როდესაც სამეფო ტრუსების მფლობელი გარდაიცვალა მისმა ნათესავებმა ის იპოვეს და გასაყიდად საიტზე განათავსეს.




დედოფალ ვიქტორიას საცვალი: 1 000 ფუნტი


image


დედოფლის საცვლები ვინტაჟის მოყვარულთა შორის პოპულარობას დღემდე არ კარგავს. დედოფალ ვიქტორიას ტრუსები, რომლის წელის გარშემოწერილობაც 112-სმ აღწევს, "VR"-ს ინიციალებიანი ნაქარგით არის გაფორმებული.


image


საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის გამყიდველთან მისივე დეიდისგან მოხვდა, რომელიც დედოფლის მოახლესთან, სიუზენ ჰერდთან მეგობრობდა. სპეციალური ჭრილი საცვალზე, დიდგვაროვან ქალბატონს საპირფარეშოში გასვლას უმარტივებდა.




მეფე ედუარდ VII- ის "სექს-სავარძლის" ასლი: 51 000 ფუნტი


image


ჭორების თანახმად, თავაშვებული სექსის მოყვარული მეფე ამ უჩვეულო ფორმის სავარძელს ერთდროულად ორ ქალთან ინტიმური კავშირის დასამყარებლად იყენებდა. დღეს, ის ახალ ორლეანეში მდებარე ანტიკვარულ მაღაზია "M.S. Rau"- ში იყიდება. ორიგინალური სავარძელი პარიზელმა მეავეჯემ ლუი სუბრიემ თამამი სამეფო ფანტაზიებისთვის ხორცის შესასხმელად შექმნა. კიდევ ერთი ასეთი სკამი პრაღაში, სექსის მუზეუმშია დაცული.



პრინცესა მარგარეტის ტიარა: 926 000 ფუნტი


image


1962 წელს დიადემა აბაზანაში თამამი ფოტოსესიის დროს პრინცესა მარგარეტის თავზე ბრწყინავდა. ცნობილი ტიარა 2006 წელს კოლოსალურ თანხად გაიყიდა.


image


სკანდალურ ფოტოს 2006 წლამდე საჯაროდ არ აჩვენებდნენ. აღნიშნული კადრი პრინცესას მეუღლემ, ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა და კინორეჟისორმა, ენტონი არმსტრონგ - ჯონსმა გადაიღო.





პრინცესა მარგარეტის სამაჯური: 157 000 ფუნტი


image


პრინცესა მარგარეტის სამკაულები აუქციონებზე ყოველთვის წარმატებით იყიდებოდა. ეს ვინტაჟური ბრილიანტის სამაჯური მას 21 –ე დაბადების დღისთვის აჩუქეს, რომელსაც პრინცესა განსაკუთრებულ შემთხვევებში ატარებდა.


image


ლამაზად მოოჭვილი ალმასები ლურჯი მინანქრით გარშემორტყმული. სამაჯური ჰონკონგიდან უცნობმა მყიდველმა შეიძინა.




პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას ჩანაწერები: 1 500 ფუნტი


image


წყვილის ყოფილმა შეფ - მზარეულმა 2008 წელს აუქციონზე მათი ჩანაწერების კოლექცია გაიტანა, სადაც პრინცი და პრინცესა იმის შესახებ წერდნენ, თუ რას ისურვებდნენ სადილად ან ხემსად. გარდა ამისა, ჩანაწერებში იყო როგორც მადლიერების სიტყვები, ასევე რეცეპტების გაზიარების თხოვნაც.


image


59 წლის მერვინ უიჩერლი 22 წლის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრთა კვებაზე ზრუნავდა. შეფ - მზარეულს არაერთხელ სთხოვეს ისეთივე ვახშმის მომზადება, რომლითაც ის ცნობილ მეუღლეებს წლების განმავლობაში უმასპინძლდებოდა.

















0
172
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
172