x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
ფარშირებული წიწაკა ანტალიურად

ეს კერძი ანტალიის ბევრი ძვირიანი სასტუმროს რესტორნის მენიუშია და წიწაკის ტოლმისგან განსხვავებით, ხორცის გარეშე მზადდება. თუმცა, ბევრად უფრო გემრიელია! ხოლო, დახვეწილი გემოს საიდუმლო, სანელებლებში და გულსართის კარგად შერჩეულ ინგრედიენტებშია.


image


ინგრედიენტები:


ბულგარული წიწაკა (მწვანე ან წითელი) — 12 ცალი

კარტოფილი — 7 ცალი

ხახვი — 1 ცალი

სტაფილო — 1 ცალი

პომიდორი — 3 ცალი

ქამასოკო — 200 გრ.

ზეთი — 110 მლ.

არაჟანი — 2 ს. კ.

ნაღები — 100 მლ.

მარილი — 2 ჩ. კ. (ან გემოვნებით)

პიტნა — 1 ჩ. კ.

დაფქული წითელი წიწაკა — 1 ჩ. კ.

წყალი — 200 მლ.

კამა და ხახვი — თითო კონა.

ტომატი — 3 ს. კ.


მომზადება:


I. ხახვი დაჭერით კუბიკებად > მსხვილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო > ეს ინგერდიენტები ერთმანეთს შეურიეთ და 3–4 წუთი, საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ ზეთში.

II. დაჭერით კუბიკებად ნიორი და სოკო > დაამატეთ უკვე მოთუშულ ინგრედიენტებს და კიდევ 5 წთ–ის მანძილზე თუშეთ.

III. დაჭერით მწვანილი და დაამატეთ ბოსტნეულს.

IV. ბულგარულ წიწაკას მოაცილეთ ყუნწი და თესლი > დაასხით ადუღებული წყალი და 10 წთ. გააჩერეთ მასში.

V. მსხვილ სახეხზე გახეხეთ კარტოფილი > გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით პომიდორი > ეს ორი ინგრედიენტი ერთ თასში მოათავსეთ > დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი, არაჟანი, ნაღები და სანელებლები > შეურიეთ ერთმანეთს თასში და ტაფაში მოთავსებული ინგრედიენტები.

VI. გულსართით შეავსეთ წიწაკა და ჩააწყეთ ისეთ ქვაბში, რომ მომზადების პროცესში, ფეხზე იდგეს > წყალს შეურიეთ ტომატი (ტომატის ნაცვლად, შეგიძლიათ 2–3 პომიდორი დაჭრათ და წიწაკებს შორის ჩაალაგოთ) და ჩაასხით წიწაკებს შორის > მოაყარეთ ზემოდან 1 მწიკვი მარილი.

VII. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ 1 სთ-ს მანძილზე.

imageimageimageimageimageimage






0
294
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0