x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მომღერალი მაქსიმი(МакSим)კომაშია და აპარატზეა მიერთებული
image

ერთ კვირაზე მეტია მომღერალი კომაშია და აპარატზეა შეერთებულია, იგი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში წევს, მისი ფილტვების 40% დაზიანებულია


გაცივების პირველი ნიშნები MakSim–ს ივნისის პირველ რიცხვებში ჰქონდა, COVID-19– ის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო და ამიტომ მან კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა .


რამდენიმე დღის შემდეგ, 38 წლის მომღერალი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, ფილტვების დაზიანებით. COVID-19– ზე ტესტი კვლავ უარყოფითი იყო.



გამოცემა "StarHit" ის ინფორმაციით ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, MakSim- ის მდგომარეობა გაუარესდა.


გარკვეულ მომენტში პაციენტს ჰქონდა სუნთქვის პრობლემები, რადგან ფილტვების დაზიანება გაიზარდა. თავიდან ექიმებმა სცადეს არაინვაზიური ვენტილაცია, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

image

- გადაწყდა მარინას ხელოვნური კომაში გადაყვანა, ანუ, როგორც მას უწოდებენ-"მედიკამენტოზური ძილი".რათა შემცირდეს შინაგანი ორგანოების დატვირთვა და თავიდან იქნეს აცილებული ჰიპოქსია. ”- განაცხადა ვარსკვლავის მკურნალმა ექიმმა.


ბოლო დღეებში მდგომაროება ფაქტობრივად არ შეცვლილა.მომღერალი ხელოვნურ კომაშია.


-მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით არ არსებობს პროგნოზები ხელოვნური ვენტილაციის მოხსნის შესახებ, ამისათვის უნდა მოხდეს მდგომარობის გაუმჯობესება. ახლა მას ტესტებს აღარ უღებენ, მკურნალობის მიმართულება ნათელია, ამიტომ საჭირო არ არის ”, - თქვა MakSim– ის წარმომადგენელმა.


MakSim-მა, (ნამდვილი სახელი მარინა აბროსიმოვა) პირველ წარმატებას მიაღწია 2006 წელს ალბომით "«Трудный возраст", რომელიც 1, 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, რითაც 2007 წელს MakSim-ი გახდა კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი რუსეთში.


MakSim– მა ორჯერ მოიგო "საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაცია MTV Russian Music Awards და Muz-TV Awards– ზე. 2008 წლის 2 თებერვალს, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის " "Sound Track" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, მომღერალმა მოიგო ნომინაცია "წლის საუკეთესო შემსრულებელი".

image

მომღერლის მეორე ალბომი " Мой рай»", გაიყიდა 1.3 მილიონზე მეტი ასლი, ხოლო მთლიანად გაყიდული ალბომების ტირაჟი ექვს მილიონზე მეტია.

MakSim ერთადერთი მომღერალია, რომლის 7 სინგლმა პირველ ადგილი დაიკავა დსთ-ს ქვეყნების რადიო ჩარტში .


MakSim - "ოქროს გრამაფონის"სტატუეტის 15-გზის მფლობელია.


0
385
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0