x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
14 პროდუქტი, რომელთა მირთმევა ღამეც შეიძლება

წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევა საღამოს 6 საათის შემდეგაც შეიძლება და 10 საათის შემდეგაც. ისინი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ და ფიგურასაც არ მიაყენებენ ზიანს:

1. ვაშლატამა

მიუხედავად იმისა, რომ ხილის მიღება შუადღის შემდეგ აღარაა რეკომენდირებული, ვაშლატამას ეს არ ეხება. ვასლატამას აქვს ბოჭკოს მაღალი კონცენტრაცია, რაც, პირიქით, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.

image

2. სოკო

თავისთავად, სოკო არც ისე კალორიულია. თუ მათ ხარშავთ და არ წვავთ დიდი რაოდენობით ზეთში, საკმაოდ დიეტური პროდუქტია.

image

3. ბოსტნეულის ხიზილალა


სახლში გაკეთებულ ბოსტნეულის ხიზილალაში არაფერი საზიანო არაა, აირციეთ ნებისმიერი ვარიანტი თქვენი გემოვნების მიხედვით, ბადრიჯნის, სოკოსი, ყაბაყის ან სხვა.

image

4. ჟოლო

ნებისმიერი კენკრის მირთმევა საღამოს საათებში საზიანო არაა ფიგურისთვის. მათ ცოტა კალორია აქვთ, მინერებით და ვიტამინებიტ კი მდიდარია. ჟოლო აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და მწყობრში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

image

5. ვირთევზა

თეთრი თევზი მიეკუთვნება დიეტური პროდუქტების კატეგორიას. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა ვირთევზა. ეს თევზი შეიცავს ვიტამინებს და ძვირფას ელემენტებს, რომლებიც მხოლოდ სასარგებლოა, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ნორმაში მოჰყავს მრავალი ორგანოს მუშაობა.

image

6. სიმინდი

სიმინდი არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ ძალიან გემრიელი პროდუქტია. უპირატესობა უნდა მიენიჭოთ არა დაკონსერვებულ სიმინდს, არამედ მოხარშულ სიმინდს. ის ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. ასე რომ, თუ დღის განმავლობაში რამე მძიმე და აკრძალული მიირთვით, მაშინ საღამოს სიმინდი აირჩიეთ.

image

7. გარგარი

100 გრამი გარგარი შეიცავს მხოლოდ 42 კილოკალორიას. ამიტომ, თავისუფლად შეგიძლიათ საღამოსაც მიირთვათ.

image

8. გოგრა

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რაც მთავარია, გოგორით მრაალი კერძის მომზადება შეიძლება, იქნება ეს პიურე, კრემ სუპი თუ სალათი.

image

9. კომბოსტო

აბსოლუტურად ყველა სახის კომბოსტო მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის ორგანიზმის ყველა მნიშვნელოვან პროცესში. კომბოსტო ასევე დიეტური პროდუქტია. ამიტომ, იდეალურია ვახშმისთვის.

image

10. კივი

კივი უბრალოდ შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. კივი ეხმარება ორგანიზმს ცხიმის დაწვაში და დაშლაში, ამსუბუქებს კუჭში სიმძიმეს და ახდენს წყალ-მარილიანი ბალანსის ნორმალიზებას.

image

11. კამბალა

საღამოს 6 საათის შემდეგ კიდევ ერთი ჯანსაღი თევზია საჭმელად. კამბალა შეიცავს მეთიონინს. ამ ნივთიერების სასარგებლო თვისებებია ის, რომ მას შეუძლია ცხიმების დაშლა.

image

12. ნიახური

ნიახური არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კალორიური საკვები. ეს ნიშნავს, რომ სხეული დიდ ენერგიას ხარჯავს მისი მონელებისთვის.

image

13. მსხალი

ბევრს სჯერა, რომ როდესაც შიმშილს გრძნობთ, ვაშლი უნდა შეჭამოთ საღამოს. მაგრამ უპირატესობა მსხალს უნდა მიენიჭოს. ვაშლის შემდეგ, მადა ისევ მოიმატებს, აი წვნიანი მსხალი შესანიშნავად დააკმაყოფილებს თქვენს შიმშილს. ხოლო კალორია მასში უფრო ნაკლებია.

image

14. ჭარხალი

ჭარხალი შეუცვლელი საკვების კატეგორიას მიეკუთვნება. ის ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმის მოწესრიგებას, რითაც ხელს უშლის ჭარბწონიანობას. სასიამოვნო ბონუსი: ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი ფორმით. ამიტომ, შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ - მოხარშოთ, გამოაცხოთ ან ნედლად მიირთვათ.

image









0
633
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0