x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"მინდა გავთხოვდე და შვილი გავაჩინო"-ბრიტნი სპირსმა მამას სასამართლოში უჩივლა
image

39 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა შუამდგომლობა შეიტანა სასამართლოში მამის მეურვეობის გაუქმების მოთხოვნით.




”მინდა გავთხოვდე და შვილის გაჩენა შევძლო. მითხრეს, რომ დაქორწინება არ შემიძლია. მე მაქვს ჩადგმული საშვილოსნოსშიდა სპირალი, მაგრამ ეს ე.წ. [მეურვეების] გუნდი არ მაძლევს უფლებას ექიმთან წავიდე და მოვიშორო, რადგან მათ არ სურთ, რომ შვილები გავაჩინო. ეს მეურვეობა უფრო მეტ ზიანს მიყენებს, ვიდრე სარგებელს ”, - თქვა მომღერალმა სასამართლო სხდომაზე.



იგი იმასაც ჩიოდა, რომ მეურვეები არ აძლევენ უფლებას მარტო იაროს მანქანით იმ 27 წლის ახალგაზრდა კაცთან ერთად, რომელსაც ახლა ხვდება სპირსი.(ფოტოზე)


image

ბრიტნის სპირსს, მამა ჯეიმს სპირსი 2008 წლიდან მეურვეობს, ანუ როდესაც მომღერალს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო დ რამდენჯერმე სააავადმყოფოში იყო გადაყვანილი.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ზედამხედველობს ქალიშვილის პირად და ფინანსურ საქმეებს, მათ შორის მკურნალობის, უსაფრთხოების და კარიერის საკითხებს. იგი მეურვეობას ახორციელებს ადვოკატ სამუელ ინგემთან ერთად.

image

2019 წელსაც სცადა ბრიტნიმ მეურვეობის გაუქმება, მაგრამ სასამართლო წააგო. ამის შემდეგ მომღერალმა უარი თქვა კონცერტებზე და განმარტა, რომ მუსიკალურ მოღვაწეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მამამისი უარს იტყვის მის მეურვეობაზე და ფინანსების კონტროლზე.


ლოს ანჯელესში სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ ბრიტნი სპირსის თაყვანისმცემლები ტრანსფარანტებით ხელში, რომლებიც მოითხოვენ დააკმაყოფილოს სასამართლომ ბრიტნის მოთხოვნა.

image

ბრიტნის სპირსის თავბრუდამხვევი კარიერა 1990-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც ზედიზედ გამოდის ისეთი სიმღერები, როგორიცაა "Baby One More Time" და „Oops!... I Did It Again“, რომელიც მსოფლიო ჰიტები გახდა, ხოლო თავად მოღერალი თინეიჯერების კუმირად იქცა.დღეის ჩათვლით პოპ-მომღერალს აქვს ჩაწერილი 9 სტუდიური ალბომი, რომელთა საერთო ტირაჟი 100 მილიონს აჭარბებს, ამის გარდა მომღერალს ნათამაშები აქვს როლები ფილმებში, მისი დებიუტი კინოში შედგა 1993 წელს, როდესაც ის 12 წლის იყო, მას შემდეგ ითამაშა ისეთ ცნობილ ფილებში, როგორებიცაა"გზაჯვარედინი" (2002)და "ოსტინ პაუერი გოლდმემბერ"(2002)

image

არის გრემის, MTV-ს 6-გზის და ბილბორდის 9 -გზის ჯილდოს მფლობელი . ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი ვარსკვლავი, "ფორბსის" მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონების სიაში ( შოუბიზნესიდან) მას მე-12 ადგილი უკავია.

0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0