სხვა ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა ცივილიზაციები 2021, 30 ივნისი, 9:33 ხელისუფლების და ოფიციალური წყაროების სრული დუმილის მიუხედავად, დამოუკიდებელი მკვლევარები, დასახლების ბევრი პუნქტის ქვეშ, მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის და გალერიების სისტემის არსებობაზე კი არა, მთელი მიწისქვეშა ქალაქების არსებობაზე საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ, პლანეტის ზედაპირის ქვეშ, ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციების მიერ, გიგანტური, მრავალკილომეტრიანი გვირაბებია გათხრილი. და ეს ყველაფერი არ არის! მკვლევართა ინფორმაციით, ეს გვირაბები, ჩვენთვის ასევე უცნობი, მაღალტექნოლოგიური აპარატებით არის გაკეთებული. ხოლო გვირაბები, სხვადასხვა დონეზე მდებარე ქალაქებს, ერთმანეთთან აკავშირებენ. ხმები მიწისქვეშა ცივილიზაციების არსებობის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული საუკუნის შუა წლებში, მოყვარულმა არქეოლოგებმა, მიწისქვეშ, პლანეტარული მასშტაბის, ქალაქები და გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებიც აშკარად ხელოვნური წარმოშობის არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამო–ს საიდუმლოსაც, უფოლოგები მიწისქვეშა სამყაროს უკავშირებენ, რადგან არაერთი თვითმხილველი, ამო–ს მიწისქვეშეთიდან ან წყლის სიღრმეებიდან ამოსვლის ფაქტს ადასტურებს.
არსებობენ ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიწისქვეშა ქალაქების გარდა, უზარმაზარ მიწისქვეშა არეებში, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 16 კმ-ს სიღრმეზე მდებარეობს, უცხო ცივილიზაციები დღესაც ცხოვრობენ. ისინი ადამიანებისადმი, უფრო ხშირად, ნეიტრალურად არიან განწყობილნი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიწისქვეშა ცივილიზაციების შესახებ, გასაიდუმლოებული ინფორმაციის ნაწილი CIA და NSA ყოფილმა თანამშრომელმა ედ. სნოუდენმა (Edward Joseph Snowden) გაასაჯაროვა. მან 2013 წ. საიდუმლო ფაილები The Guardian და The Washington Post გადასცა და ქვეყნიდან გაიცა. თუმცა, ოფიციალურმა მედია საშუალებებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ ინფორმაციისთვის ყურადღება არ მიექცია (სნოუდენს დაუსწრებლად წარედგინა სამშობლოს ღალატის და ჯაშუშობის ბრალდება და დღემდე იძებნება ინტერპოლის მიერ). ყოველივე ეს, იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ მიწისქვეშა ქალაქები და მიწისქვეშა სამყაროები მართლაც არსებობს. არხის სხვა სიახლეები:1. კართაგენელი მეზღვაურები – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა? 4. «უთავმოყვარეო» ხილი, თუ შეუცვლელი პროდუქტი ჩვენს რაციონში — ექსპერტები ისევ ვაშლზე ალაპარაკდნენ 5. «დუმილის ზონა» — ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი გამოცანა 6. შეიძლება სიგიჟედ ჩათვალოთ, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ამ თეორიას მხარს უჭერს 748 2-ს მოსწონს
|