x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
«დუმილის ზონა» — ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი გამოცანა

«დუმილის», ან «სიჩუმის ზონა» — პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოცანაა, რომელიც მექსიკაში, ქ. ელ–პასოდან (ტეხასის შტატი, აშშ) 400 მილის დაშორებით მდებარეობს. ხოლო, უახლოესი მექსიკური ქალაქი — სებალოსი არის, რომელიც აღნიშნული ზონიდან, 25 მილის დაშორებით მდებარეობს.


image


ეს ბუნებრივი ანომალია, მეცნიერებს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს არ ასვენებთ. წლის მანძილზე, ამ ადგილზე უამრავი მკვლევარი და იდუმალი მოვლენების მოყვარული ჩადის. ისინი, იმ იმედით, რომ უცნაურ მოვლენას ახსნას მოუძებნიან, საათობით დადიან უდაბნოში. თუმცა, «დუმილის ზონა» საკუთარი საიდუმლოს გაცემას არ ჩქარობს. როგორც მეცნიერებ ირწმუნებიან, იდუმალების თვალსაზრისით, მისი შედარება ბერმუდის სამკუთხედისთვის, ეგვიპტის პირამიდებისთვის და ჰიმალაის მთებში მდებარე, ტიბეტურ ტაძრებთან შეიძლება. გარდა ამისა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის იგივე განედზე მდებარეობს, რომელზეც ხსენებული ობიექტებია განლაგებული.

აღნიშნული ზონის საფუძვლიანი კვლევა 1970 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკულმა საცდელმა რაკეტამ კურს გადაუხვია და პირდაპირ ანომალური ზონისკენ გაფრინდა. თუმცა, რეგიონში, დაზვერვითი სამუშაოები უფრო ადრეც იწარმოებოდა. 1964 წელს, ამ ადგილზე, ინჟინერ–ქიმიკოსმა გარი დე ლა პენიამ აღმოაჩინა, რომ რადიოკავშირი არ მუშაობდა, ხოლო კომპასის ისარი წრეზე ტრიალებდა... ამიტომ, სწორედ ის გახდა, «დუმილის ზონა» განხორციელებული პირველი სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძთვანელი.

მკვლევარების აზრით, რეგიონში უცნაური მოვლენების მიზეზი ძლიერი მაგნიტური ველია, რომელიც მეტეორიტების ხშირი ჩამოვარდნის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო (გრუნტის შესწავლისას, მმეცნიერებმა კოსმოსური სხეულების ფრაგმენტების საკმაოდ დიდი ფენა აღმოაჩინეს).

მექსიკის ხელისუფლება, ზონის განსაკუთრებულობის და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ, დუმილს ამჯობინებს. გარდა ამისა, ადგილზე, ტურისტების მისაზიდა, არ არსებობს რაიმე სახის ინფორმაციული აბრა ან ობიექტი. ხოლო, კონსპირაციული თეორიების მომხრენი, ამ გარემოებას იმით ხსნიან, რომ ასეთი ქმედებით, ხელისუფლება რეგიონში ამო–ს აქტიურობას მალავს.

აღნიშნული ჰიპოთეზის სასარგებლოდ თვითმხილველთა ჩვენებებიც მოწმობს. როგორც ისინი აცხადებენ, დროდადრო, ამ ადგილებში ადამიანის მსგავს არსებებს ხვდებიან. ზოგიერთი მათგანი მაღალია, სხვები კი, პირიქით – ჯუჯებს უფრო ჰგვანან. ხოლო, ყველაზე ხშირად, ამო მაგნიტური მთის სიახლოვეს ჰყავთ დაფიქსირებული.

ანომალური მოვლენების ნაწილს, მეცნიერები ახალი სახის იარაღის გამოცდას უკავშირებენ — თითქოს, იდუმალი ცეცხლი და ნათება, რობოტი–მზვერავის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩნდება. თუმცა, ასეთი ახსნა, უფოლოგებში და პარანორმალური მოვლენების მკვლევარებში, მხოლოდ სკეპტიკურ ღიმილს იწვევს, რადგან «დუმილის ზონის» მიერ, მეტეორიტების მიზიდვის ახსნა, მხოლოდ ახალ იარაღზე მუშაობის მიზეზით, რთულია...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. კართაგენელი მეზღვაურები – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა?
2. ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ მოხმარების წესი არ ვიცით, ორგანიზმი თითქმის ვერაფერს იღებს!
3. მითიური არსებები, რომლებიც რეალურად არსებობდნენ

4. «უთავმოყვარეო» ხილი, თუ შეუცვლელი პროდუქტი ჩვენს რაციონში — ექსპერტები ისევ ვაშლზე ალაპარაკდნენ

5. როგორ დავიცვათ თირკმელები სერიოზული დაავადებებისგან

6. შეიძლება სიგიჟედ ჩათვალოთ, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ამ თეორიას მხარს უჭერს

0
441
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0