x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა სიტყვები თქვა პრინცესა დიანამ ბოლოს?
image


სახანძრო დაცვის უფროსმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე, ისაუბრა პრინცესა დიანას ბოლო სიტყვებზე. -იტყობინება "Daily Mail"-ი.





როდესაც სერჟანტი ქსავე გურმელონი შემთხვევის ადგილზე მივიდა, დიანას კვლავ შეეძლო მოძრაობა და ლაპარაკი.





"ის ინგლისურად ლაპარაკობდა და იკითხა: ღმერთო ჩემო, რა მოხდა? მივხვდი, რას ამბობდა, ამიტომ ვცდილობდი დამემშვიდებინა. მე ხელი მოვკიდე მას." - გაიხსენა მეხანძრემ.







მას არასდროს ქონია ურთიერთობა მედიასთან და ამის შესახებ მხოლოდ პოლიციას განუცხადა. თავდაპირველად, გურმელონმა არ იცოდა ვინ მოხვდა ავარიაში. ის, რომ პრინცესა დიანა იყო, შეიტყო პოლიციის კაპიტნისგან.







პრინცესა დაიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ალმას ხიდის საავტომობილო გვირაბში მომხდარი ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების შედეგად.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0