x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბიოლოგმა განმარტა,რატომ ვერ მზადდება COVID-19-ის საწინააღმდეგო წამალი
image

-COVID-19– ის ეფექტური სამკურნალო საშუალების პოვნა შეუძლებელია გარკვეული ტექნოლოგიური და პოლიტიკური სირთულეების გამო-ამბობს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორი ანჩა ბარანოვა .


ბარანოვამ განმარტა, რომ მეცნიერები დიდი ხანია უკვე დამოუკიდებლად ვერ მუშაობენ, რადგან კვლევა ძვირი ჯდება და საჭიროებს შენობებს, მასალებს და ცხოველთა მოდელებს. ამისთვის თანხების მიღება მხოლოდ გრანტის საშუალებით შეიძლება, მაგრამ ბევრი ექსპერტი, ვინც ვაქცინის ან პრეპარატის წარმოებაზე საუბრობს, სავარაუდოდ, მათ ვერ მიიღებს, რადგან მეცნიერები მათ ქედმაღლურად უყურებენ.


-ამისათვის საჭიროა სპეციალისტთა მთელი არმია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თანდათან გაკეთდება. მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი კვლევები განსაკუთრებით არ არის სტიმულირებული სახელმწიფოების მიერ, რადგან ეს არის ფუნდამენტური მეცნიერება და არა გამოყენებითი. შესაძლოა ამ კვლევებმა რამე საინტერესო გახადოს პრაქტიკისთვის, ან შეიძლება არც არაფერი იყოს.



ანჩა ბარანოვა- ბიოლოგი



მისივე თქმით, პანდემიის პირველ თვეებში მეცნიერებმა "ერთიანი ფრონტით" დაიწყეს კორონავირუსის შესწავლა, მაგრამ ახლა ისინი კვლავ შეზღუდულად მოქმედებენ.


გარდა ამისა, როგორც ბიოლოგმა განმარტა, ზოგიერთი ცილის შემთხვევაში, საკმაოდ რთულია მათ მუტაციაზე თვალის მიდევნება - ამისათვის საჭიროა მათი კლონირება და შემდეგ დაკვირვება, თუ როგორ მოქმედებენ ისინი უჯრედებზე.


მან განმარტა, რომ სამკურნალო პრეპარატის ძიების პროცესის დაჩქარებისთვის, აუცილებელია კარგად იცოდე კორონავირუსის ბიოლოგია, ხოლო მეცნიერებს ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მასზე.


-ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენს წინაშე არის სპილო. ჩვენ ჩავეჭიდეთ მის ერთ ფეხს, რომელიც პირობითად არის - S-ცილა და მის გასწვრივ ვტრიალებთ და სპილოს სხვა ნაწილები რატომღაც აღარ გვაწუხებს, - შეაჯამა საკუთარი მოსაზრება ბარანოვამ.


მიუხედავად ამისა, მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ(FDA) კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“(Sotrovimab (VIR-7831)დაამტკიცა.


პრეპარატი მუშაობს SARS-CoV-2 spike ცილის წინააღმდეგ, ხელს უშლის ვირესს მიმაგრდეს კედელზე და შეაღწიოს უჯრედებში.ანუ ახდენს მის ბლოკირებას "სოტროვიმაბის" გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ანაფილაქსია, მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში, სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ალერგიული ან არაალერგიული), ასევე გამონაყარი და დიარეა.


image

ასევე იხილეთ

გასაგები მიზეზების გამო, ამერიკელები ვერაფრით იამაყებენ ამ ექსპერიმენტით. რომელიც ისტორიაში შევიდა სახელით Tuskegee Syphilis Study -და გაგრძელდა 40 წელიწადი, 1932 წლიდან 1972-მდე.ეს გასაკვირი არ არის, რადგან მისი განხორციელების დროს ექიმებმა მეცნიერების სახელით მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ეთიკა და ამავე დროს საკუთარი სინდ...


ახალი თრილერის გამოშვებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება 1950-იანი წლების საინტერესო შემთხვევაზე, როდესაც ქალი ამტკიცებდა, რომ ბავშვი გააჩინა კაცის გარეშე. წიგნი "Girl One, ", რომლის ავტორია 37 წლის სარა ფლენერი მერფი, მომავალ კვირას დიდ ბრიტანეთში გამოვა და შინაარსი წარმოადგენს "ნაწილობრივ დეტექტიურ ისტორიაზე და მოგზაურობაზე", რომ...


მეცნიერებმა მტკიცებით, ყოვედღიურად რაციონში სოკო თუ გექნებათ, კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ. ახალი კვლევის შედეგები პენსილვანიის ონკოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ექიმების მტკიცებით, დღეში მხოლოდ 18 გრამი (ერთი საშუალო ზომის ქამა სოკო) ამცირებს კიბოს რისკს 45% -ით. მკვლევარებმა შეისწავლეს 17 სამეცნიერო სტატია კიბოზე, რომლებიც გამო...

რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა რა ცხოვრების წესი ექნება, გარკვეულ მომენტში მისი სხეული თანდათანობით კარგავს აღდგენის უნარს... და მაინც, სწორი მიდგომით, ეს მომენტი შეიძლება გადავადდეს ორმოცდაათი წლითაც კი. როდესაც იგი დაიბადა, პარიზში ეიფელის კოშკის ჭაჭანებაც არ იყო.. ამ საოცარი ქალის სახელ...

0
231
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0