x
image
რუსო ჩარექიშვილი
უნდა მივირთვათ თუ არა ნესვი და რატომ? აუცილებლად წასაკითხი!
იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც წვნიანი ნესვის სურნელი, არომატი და ვიზუალი დაგემოვნების სურვილს არ აღუძრავს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ხილი ნებისმიერ სეზონზე სასურველია, განსაკუტრებით მოთხოვნადი ცხელ სეზონზე- ზაფხულში ხდება.

ნესვი, გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, ვიტამიმებისა და მიკროელემენტების ნაკრებსაც შეიცავს. მისი რბილობის 95% წყალია, დანარჩენი - შაქარი, კალიუმი, რკინა, თუთია, ცხიმი, A, B, C, P ვიტამინები. რკინის უხვი შემცველობის გამო ნესვი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აქვს. გარდა ამისა, შეუცვლელია ქალის ორგანიზმისათვის კრიტიკულ დღეებში


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნესვში არის ოქროც. მესვის რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც " ბედნიერების ჰორმონის" - სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ამიტომ ნესვი აუმჯობესებს ადამიანის ბუნება- განწყობილებას.

ნესვის შემადგენელი ნიკოტინის მჟავა და სხვა ვიტამინების კომპლექსური მოქმედება ამაგრებს ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.


მასში შემავალი კალციუმი აუმჯობედებს ტვინის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას. C, U ვიტამინები ახდენენ ანტიოქსიდანტურ ეფექტს ანუ ხელს უშლიან ორგანიზმში ტავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევენ.

ნესვი შესანისნავად წმენდს ნაწლავებს, რაც მაშინვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობას.


აღსანისნავია ის ფაქტი, რომ ნესვის რბილობს გამოიყენებენ კანის მოვლის სასუალებადაც, რადგან მისგან დამზადებული ნიღაბი შეიძლება ითქვას, რომ "სილამაზის ელექსირია". იგი არბილებს კანს, ტუჩებს სირბილეს და სინაზეს ანიჭებს, თვალებსა და თმას კი სასიამოვნო ბზინვარებას.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნესვს მათეთრებელი ეფექტიც გააჩნია. აქედან გამომდინარე მისი გამოყენება აქტიურად შეუძლიათ მათ, ვისაც ჭორფლი და პიგმენტური ლაქები აწუხებთ.

როგორ ავარჩიოთ ნესვი,  რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

ნესვში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. აქვს შარდმდენი და ანტიტოქსიკური თვისებები. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ღვიძლი და შარდ-კენჭოვანი დაავადებები აწუხებს. გარდა ამისა, ნესვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

ნესვის ქერქი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აწესრიგებს ჯირკვლებისა და სისხლის წარმომქმნელი სისტემების მუშაობას. ამისთვის საკმარისია, კარგად გარეცხილი ნესვის ქერქი წვენსაწურში გაატაროთ.

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0