სხვა რა დადებითი-უარყოფითი თვისებები აქვს ყავას და რამდენი ჭიქის მირთმევაა რეკომენდირებული დღის განმავლობაში ? 2021, 19 ივნისი, 15:40 შეიძლება ითქვას, რომ დღეს-დღეობით იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყავაზე დამოკიდებული არაა. ყავამ იმდენად დიდი ადგილი დაიმკვიდრა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, რომ ამ "უკვდავების სითხის" გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვიდგენია, ჩვენი დილა ხომ იწყება და მთავრდება ყავით. ხშირად ადამიანი მასზე იმდენადაა დამოკიდებული, რომ თუ დალევა ვერ მოახერხა ეწყება თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა და ყავის დალევის საშინელი სურვილი იპყრობს, დალევისთანავე კი ყველანაირო სიმპტომი მაშინვე ქრება.
ყავასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი მოსაზრება, საიდანაც ზოგი მითია, ზოგიც რეალობა. იმის გასაგებად, თუ რომელი მოსაზრებაა მცდარი და რომელი ჭეშმარიტი გთავაზობთ მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებების ჩამონათვალს:
1. ცნობილია, რომ კოფეინისა და გლუკოზის ერთობლიობა ააქტიურებს ტვინის უჯრედებს, რაც ახანგრძლივებს ჩვენ შრომის უნარიანობას 2. ექიმების რჩევით ყავის დილით, უზმოზე დალევა არარეკომენდირებულია, რადგან იგი იწვევს კუჭის გაღიზიანებას. 3..ცნობილია, რომ ხსნადი ყავა შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს მავნე ნივთიერებებს, აქედან გამომდინარე მისი ხშირი მიღება რეკომენდირებული არ არის 4.ყავის მიღება ხშირ შემთხვევაში აყუჩებს თავის ტკივილს, ხსნის სტრესს, დაძაბულობას 5.ყავა აუმჯობესებს მეხსიერებას, შრომისუნარიანობას და დადებითად მოქმედებს ჩვენ ხასიათზე 6.კოფეინის ზემოქმედებით ღრმავდება და ხშირდება სუნთქვა, ძლიერდება გულის მუშაობა, ფართოვდება თავის ტვინის, თირკმელებისა და გულის სისხლძარღვები 28 1-ს მოსწონს
|