x
ტონზილიტი

image

ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) დაქრონიკული.ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორციმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს დაგანაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზებისბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.

რა იწვევს ტონზილიტს?

ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) და ბაქტერიული (30%) ფლორა. ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან ჯგუფის ჰემოლიზურისტრეპტოკოკი.

რა არის ტონზილიტის ნიშნები?

ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას, საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს. ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებულიან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები. კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია. ამნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერიაიყოს.

თუ აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი და დიარეაუფრო საფიქრებელია დაავადების გამომწვევი ვირუსი იყოს.

ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ:

  • ყელის ტკივილს;
  • ყლაპვის გაძნელებას;
  • ცხელებას;
  • საერთო სისუსტეს;
  • თავის ტკივილს;
  • ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანინადები;
  • კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია.

ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერიაიყოს.

image
ანთება
შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული.

ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციურიდაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახისლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლადაც.

დიდი მნიშვნელობა აქვს მიკრობულ (სტრეპტოკოკი, ადენოვირუსი) ალერგიას. ქრონიკულტონზილიტს ახასიეთებს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სასის ნუშურების სისქეშიჩირქგროვების გაჩენა, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა.

განარჩევენ ტონზილიტის მარტივ ფორმას, რომლის დროსაც აღინიშნება მხოლოდადგილობრივი სიმპტომები (ყელის ტკივილი და სხვ.), და ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმას, როდესაც ტკივილს დაერთვის ზოგადი მოვლენებიც (კისრის ლიმფადენიტი, ტემპერატურისმომატება, ცვლილებები გულის მხრივ და სხვ.). ქრონიკული ტონზილიტი ხელს უწყობსრევმატიზმის, ნეფრიტის, თირეოტოქსიკოზის გაჩენას ან გამწვავებას.

მწვავე ტონზილიტის სიხშირე შედარებით მაღალია გვიანი შემოდგომიდან ადრეულიგაზაფხულის პერიოდამდე. იგი უფრო ხშირია 5-10 წლის ასაკის ბავშვებში.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ტონზილიტს?

თუ ტონზილიტის გამომწვევი ვირუსია, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი დასიცხის დამწევი უსაფრთხო მედიკამენტები (არ შეიძლება ანალგინის და ასპირინისგამოყენება 12 წლამდე ასაკში), მივცეთ სითხე და თხიერი საკვები.

თუ ტონზილიტის გამომწვევი ბაქტერია, ექიმის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ანტიბიოტიკისგამოყენების შესახებ.

ქრონიკული ტონზილიტის დროს აუცილებელია ხახიდან ნაცხის აღება, რათა გაირკვეს, რომელი მიკროორგანიზმით არის განპირობებული პროცესი. ამის მიხედვით არჩევენ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომლის მიმართ მიკროორგანიზმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. მკურნალობა სამ მიმართულებას ითვალისწინებს:
-ანტიბიოტიკების მიღებას;
-სასის ტონზილების გამორეცხვას ანტიბიოტიკის ხსნარით;
-ფიზიოთერაპიას, რაც ძირითადად ლაზერითა და ულტრაბგერით ზემოქმედებას გულისხმობს.
ლაზეროთერაპია განსაკუთრებით შედეგიანია გამორეცხვასთან კომბინაციისას. თერაპიული ლაზერის სხივი ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რაც დაავადებულ ორგანოს ნორმალური ფუნქციის აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.
მკურნალობის მოცულობა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. ლაკუნებს ვაკუუმის პირობებში გამორეცხავენ. ეს ნუშურა ჯირკვლის ღრმა უბნებს პათოლოგიური შიგთავსისგან ათავისუფლებს და წინასწარ შერჩეული ანტიბიოტიკის ხსნარით გამორეცხვის საშუალებას იძლევა.
ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის დროს დიდ ყურადღებას აქცევენ ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სტიმულირებას (ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაციონალურ კვებას, გაკაჟებას, სამკურნალო ფიზკულტურას). საჭიროების შემთხვევაში იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებსაც ნიშნავენ.

ქირურგიული მკურნალობა

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ოპრაციული ჩარევა საჭიროა ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს. ტონზილექტომია ნაჩვენებია მაშინაც, როცა აღინიშნება:
-ხშირი (წელიწადში 2-3-ჯერ მაინც) ანგინა;
-სასის ნუშურების დამახასიათებელი ადგილობრივი ცვლილებები: სასის რკალების ჰიპერემია, შეშუპება, ჩირქოვანი საცობები ლაკუნების შესავალთან, რომლებიც ზოგჯერ უბრალო დათვალიერების დროსაც ჩანს, ზოგჯერ კი წინა რკალზე შპადელის მიჭერისას ხდება საჩინო, შეხორცებები ნუშურა ჯირკვალსა და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს შორის;
-პროცესის სხვა ორგანოზე ან ორგანოებზე გადასვლის დამადასტურებელი სიმპტომები;
-ანამნეზში - ერთი ან ორი პარატონზილური აბსცესი.
ამ ნიშნების არსებობისას ტონზილექტომიას (ტონზილების ამოკვეთას) მიმართავენ. დროული ოპერაციული ჩარევა ხსნის ალერგიულ ფონსა და ინტოქსიკაციას, კარდიული გამოვლინებები კი ან მაშინვე გაივლის, ან თანდათან, 4-6 თვეში.
დაგვიანებისას ანთებითი პროცესი ზედა სასუნთქი გზების ლიმფადენოიდურ ქსოვილზე ვრცელდება და ამავე დროს ყალიბდება გულის შეუქცევადი ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები.


ტონზილექტომიას უკუჩვენებაც აქვს.
აბსოლუტური უკუჩვენებებია:
-სისხლის დაავადებები (ჰემოფილია, ლეიკოზი, ვერლჰოფის დაავადება და სხვ.);
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, ფილტვებისა და ღვიძლის გამოხატული დეკომპენსაცია;
-შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.
ჩამოთვლილ შემთხვევებში ნუშურების ამოკვეთა არამც და არამც არ შეიძლება.
დროებითი უკუჩვენებებია:
-მწვავე ინფექციური დაავადებები;
-აქტიური ტუბერკულოზი;
-მენსტრუაციის პერიოდი;
-ორსულობის უკანასკნელი თვეები;
-ანტიკოაგულანტებით, ბარბიტურატებით, სალიცილატებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი.
წლამდე ასაკისა და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს ოპერაცია მკაცრი ჩვენებით უნდა ჩაუტარდეთ.
ტონზილები მთლიანად უნდა ამოიკვეთოს.
წინათ არსებობდა ასეთი მეთოდი - ტონზილოტომია: სპეციალური ინსტრუმენტით მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს აჭრიდნენ, მაგრამ პროცესი, წესისამებრ, გრძელდებოდა, შენარჩუნებული უბანიც ჩირქდებოდა და მისი მოცილება აუცილებელი ხდებოდა, ამიტომ დღეს ამ მეთოდს აღარ მიმართავენ.

ტონზილიტის გართულებები

ტონზილიტი იშვიათად რთულდება და გართულებებს ძირითადად ბაქტერიული ტონზილიტიიწვევს.

ამ დროს ინფექცია ვრცელდება ორგანიზმის სხვა ნაწილზე. შესაძლო გართულებები მოიცავს

  • შუა ყურის ინფექციას - როდესაც დაფის აპკსა და შიდა ყურს შორის არსებული სითხეინფიცირდება ბაქტერიით
  • ანგინა (პერიტონზილური აბსცესი) - აბსცესი (ჩირქგროვა), რომელიც ყალიბდება ყელისკედელსა და ერთ-ერთ ნუშისებრ ჯირკვალს შორის
  • ძილის ობსტრუქციული აპნოე - როდესაც ყელის კედელი ძილის დროს დუნდება დაიწვევს სუნთქვის სიძნელეებს და ცუდ ძილს.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0