საზოგადოება რუსუდან შარაძე: "..-გურამ შარაძის ავაზაკურ მკვლელობას, მეორედ, ტაბუ, სწორედ, ,,ოცნებამ“ დაადო .." 2021, 19 ივნისი, 11:44 ეს 2012 წლის 17 ივნისია, ჟენევა, აქ მცხოვრებმა ქართველებმა აქცია რომ გავმართეთ. სასწაულის მოლოდინში ვიყავით და მართლაც, 2012 წლის 1 ოქტომბერს, მოხდა ეს სასწაული... ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება, ეს რა ბედნიერება იყო. სამწუხაროზე მეტია, რომ მკვლელებთან და მწამებლებთან კოაბიტაციამ, ამდენმა უსამართლობამ და უიმედობამ, გააუფერულეს ეს გამარჯვება. გული ძალიან მტკივა, რადგან ჩემთვის იმედგაცრუებაზე საშინელი არაფერია... ამასწინათ, “ოცნების“ ერთ-ერთმა მომხრემ “კომპრომატად“ ამ აქციაზე გადაღებული სხვა ფოტო დამიდო, იგივე „ოცნების“ მაისური მაცვია და ხელში მამაჩემის ფოტო მიჭირავს. მე კიდევ ვფიქრობ, რომ პირიქით, უნდა მალავდნენ მსგავსს ფოტოებს, უნდა რცხვენოდეთ, რომ გურამ შარაძის სახელს და ავაზაკურ მკვლელობას, მეორედ, ტაბუ, სწორედ, “ოცნებამ“ დაადო და სხვას რომ თავი დავანებო, მისი უშუალო მკვლელი გია ფაჩულია, დღეს, ზუგდიდში, სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
ვინ იგულისხმება “ოცნებაში“ ძნელი გამოსცნობი არაა, თორემ რამდენი თვალებში ვერც მიყურებს. ნუ, იმ ქალზე არ ვბრაზდები და არც მეცინება. ყველას თავისი გასჭირვებია." წერს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე.
50 შეფასება არ არის
|