მოგზაურობა "ერთხელაც, განმუხურში ჩასულ სააკაშვილს მოტორიანი ნავი მოუთხოვია" 2021, 18 ივნისი, 22:31 "ერთხელაც, განმუხურში ჩასულ სააკაშვილს მოტორიანი ნავი მოუთხოვია, ზღვის აკვატორია უნდა დავათვალიერო პატრიოტთა ბანაკის გასწვრივო.
აბა, უარს ვინ ეტყოდა და ორ მცველს პლუს მენავესთან ერთად ზღვაში შეუცურავს. იქეთური, აქეთური და, მენავისთვის უთქვამს, ანაკლიისკენ გაცურეო. დაცვა შეცბუნებულა, მაგრამ რას იზამდა, დაკავშირებია დანარჩენებს, არიქა, ანაკლიაში გადაბარგდით მანქანებიან-სნაიპერებიანადო...
სანამ ეს დაცვა გადმობარგდებოდა, უკვე კარგა გვარიანად გათენებულა. მიშას ზღვაზე ხის ნიჩბიანი ნავით შეცურებული მეთევზე შეუნიშნავს უკვე ანაკლიასთან მისულს და მიცურეთ, უნდა დაველაპარაკოო.
მიცურეს, აიღეს მიმართულება და გამორთეს ძრავი. მერე ის მეთევზე ჟურნალისტებთან იხსენებდა იმ გაოგნებას, რაც იგრძნო, როცა მოახლოებულ კატერში მყოფებში სააკაშვილი ამოიცნო:
„კინაღამ რქები ამომივიდა, კაცო! მომადგა კატერი და ვხედავ, მიშა ზის და მიცინის! მომკალი-ღმერთო, რა მოლანდებები ამიტყდა ამ გამთენიისას ზღვაზე-მეთქი, გავიფიქრე და ამასობაში მეუბნება, შენს ნავზე უნდა გადმოვიდეო. სანამ აზრზე მოვიდოდი, გადმოვიდა და დამიჯდა პირისპირ. ვისაუბრეთ ცოტა ხანს და გაცურე ნაპირისკენ, შენთან წავიდეთ სახლშიო, მითხრა...“
მერე რაც მოხდა, არანაკლებ საინტერესოა. მოადგა ეს მეთევზე ნაპირს მიშასთან ერთად, იქვე დგას მტვრიანი „გაზ 21 ვოლგა“, ამითაა სანაპირომდე მოსული, ურეკავს ცოლს - ქალო, სააკაშვილი მომყავს სახლში და რაც გვაქვს, გამოიტანე, გაშალე სუფრაო. დილის 7 საათია, ცოლი ძილბურანშია და, გაგიხმეს თავი, რა დროს ხუმრობაა ამ დილითო, ქოქოლას აყრის ქმარს, ამან კიდე - გააკეთე რასაც გეუბნები, 10 წუთში მანდ ვართო...
არ დაიჯერა იმ ქალმა, მაგრამ ადგა მაინც, ხელ-პირი დაიბანა, ოთახი გამოგავა სასწრაფოდ, ჩაიდანი დაადგა, თმა გადაივარცხნა და პომადის გადასმა ვერ მოასწრო - გაჩერდა ჭიშკართან „გაზ 21“ და აგერ არ მოდის მისი ქმარი, მიშასთან ხელგადახვეული! - ესეც ჩვენი მიშა", წერს ნიკოლოზ გაბელია
1044 2-ს მოსწონს |
ცნობილი ქალბატონებიც ახლდა თან ხშირად...