სხვა უვიცი ადამიანების ყველაზე იდიოტური გამონათქვამები 2021, 16 ივნისი, 18:01
ჩვენ ყველანი ვერ ვიქნებით სრულყოფილები და არც თუ იშვიათად ვუშვებთ შეცდომებს, მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ხშირად მოგვიანებით ვხვდებით თუ რამდენად გულუბრყვილო ვიყავით და ზოგჯერ მცდარი წარმოდგენა გვქონდა რაიმე საკითხზე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ ესმით და ჯიუტად აგრძელებს საკუთარი ვერსიის მტკიცებას, ბევრი იმდენად აბსურდულია, რომ მხოლოდ გაოცებას კი არა, ოდნავ აღშფოთებასაც იწვევს, იმ დონის უვიცობას ავლენენ ზოგჯერ ადამიანები.
Reddit მომხმარებლებმა გააზიარეს ყველაზე იდიოტური და სულელური ვერსიები რამ რაც მათ ცხოვრებაში მოუსმენიათ ვინმესგან. *** მეგობართან ჩამოვარდა საუბარი ლიგრას არსებობის შესახებ - ლომისა და ვეფხვის ნაჯვარზე. რაზეც მან მიპასუხა: "შენ იდიოტი ხარ, ვეფხვები დედალი ლომები არიან". წავკამათდით და დედამისთან გადავინაცვლეთ კითხვით. მანაც მისი მხარე დაიკავა და იგივე გაიმეორა, *** ერთი მარწმუნებდა, რომ ქათმებს ტვინი არ აქვთ. *** ჩემმა კლასელმა ერთხელ კლასში იკითხა, თუ რა საჭიროა ფერმები როდესაც სუპერმარკეტებში ყველნაირი საკვების ყიდვა შეიძლება. მასწავლებელს სახეზე აშკარა იმედგაცრუება შევატყე, ალბათ ფიქრობდა, რა უნდა ამ ბავშვს მერვე კლასში? *** ჩემი და თვითმფრინავში პანიკაში ჩავარდა და ფანჯრის გახსნა ითხოვა, რადგან ძალიან დასცხა. *** ერთხანს კაფეში ვმუშაობდი, მე და ჩემი კოლეგა ქალი ჭიქებს ვალაგებდით. მან მკითხა:" რატომ არ ამზადებენ ჭიქებს ცაციებისთვის? "მის წინ უთქმელად მოვატრიალე ჭიქა 180 გრადუსით. *** ერთხელ მიმტკიცებდნენ, რომ ჩინეთი ცალკე კონტინენტია, რადგან ადგილობრივებს ჩინელები ჰქვია. *** ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მთელი სერიოზულობით იკითხა: "როგორ სუნთქავდნენ ადმამიანები სანამ ელექტროენერგია გაჩნდებოდა?" " *** ერთმა ასეთი რამ დამიბრეხვა :უბრალოდ ხომ შეიძლება ყველა ბაქტერია და ვირუსი გავანადგუროთ, რომ ავად აღარავინ გახდეს? *** ” ვარსკვლავურ ომებს"ერთობლივად ვუყურებდით ჯგუფში გაერთიანებულები და ერთმა გოგონამ სერიოზული სახით იკითხა:” როდის მოხდა კოსმოსური ომი? გავიგე, რომ ფილმი 70-იან წლებშია გადაღებული...ალბათ მანამდე რამდენიმე წლით ადრე არა? *** მე არ მჯერა ევოლუციის. თუ ჩვენ მართლა ვითარდებოდით ერთ დროს, მაშინ რატომ ახლა არ ვითარდებით? *** აი, ყველაზე იდიოტური გამონათქვამი, რომელიც მე მსმენია: ”მთვარე ბევრად სასარგებლოა, ვიდრე მზე, რადგან ის ანათებს ღამით, როდესაც ბნელა, ხოლო მზე ანათებს დღისით, როდესაც ისედაც ნათელია”. *** ერთხელ მიმტკიცებდნენ, რომ რძე 4% ცხიმის შემცველობით მიიღება ორი 2% ცხიმის შემცველობის ბოთლის შერევით 2% . და თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები? დაწერეთ კომენტარში, თქვენი მონა-მორჩილი სტატიის ავტორი კი 2 შემთხვევას გაიხსენებს(თუმცა ბევრად მეტი მაგალითის მოყვანა შემიძლია). *** საკმაოდ ასაკოვანმა ორმა გლეხმა, რომლებიც მთელი ცხოვრება მიწასთან მუშაობენ და მეურნეობას ეწევიან, არ იცოდნენ, რომ პომიდორი ამერიკულია, პირიქით აქეთ დამცინავად დამიწყეს ყურება... *** ისევ საკმაოდ ხანშიშესული მამაკაცი სრულიად დარწმუნებული ამტკიცებდა, რომ ახალგათხოვილი ქალწული გოგონა 4 თვეზე ადრე არ ფეხმძიმდება, მანამდე ორგანიზმი თურმე "ემზადება" 987 5-ს მოსწონს |
ბიძიკო,რა გქვია სახელიო და ბავშვი არ დაიბნა,დათუნა მქვია აკაკი ბაბუას სახელიო
ბათუმში ჩემი ახლობელი გადახტა და გაცურა საკმაოდ შორს. იქდან გაკვირვებული გამოვიდა,როგორი ღრმა ყოფილა ეს ზღვა,ფსკერს ფეხი ვერ დავაწვდინეო
ჩემი მეგობარი მუშაობდა მასწავლებლად და მოსწავლემ კითხა,5 კილომეტრის სიმაღლეზე თვითფრინავის ძრავი რო გამომერთას,რა დამემართებაო. ეს ბავშვი მეათე კლასში სწავლობდა კი არადა დადიოდა :)
ჩემზეც გეტყვით,მეცხოველეობის ტრენინგს ვესწრებოდი და ტრენერმა იკითხა,რა არის კონსტიტუციაო. რა თქმა უნდა არ დავიბენი და მოსწრებული პასუხი გავეცი,მეთქი ესაა და ესოო. მოკვდა სიცილით ტრენერი და მერე ამიხსნა,რომ კონსტიტუცია ცხოველის გარეგანი და შინაგანი აგებულება ყოფილა. და მაინც,რატო უნდა იფიქრო,რომ მეცხოველობის ექსპერტი ქვეყნის მთავარ კანონთა კრებულზე დასვავდა კითხვას,მაგრამ ფაქტია ვიფიქრე და ჩემდა უნებურად კარგი განწყობა შევქმენი აუდიტორიაში.