x
image
მაია 24
"ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან" - როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება
image


რჩევები ფსიქოლოგიური ნაშრომიდან, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში



  • რა ძალა აქვს ადამიანის თვითშფასებას?

ყველაზე გავრცელებული შეკითხვები, რომლებსაც ქალები ბოლო დროს ხშირად სვამენ, ასე ჟღერს: "რა მჭირს? რატომ ვარ მარტო?"; "რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?"


იმისათვის, რომ პასუხი მიიღოთ ამ მტკივნეულ კითხვებზე, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მეციერებათა დოქტორის, ნეიროქირურგისა და ფსიქოლოგის, მაქსველ მოლცის ნაშრომს, სახელწოდებით: "ფსიქოკიბერნეტიკა".



მაქსველ მოლცმა, პაციენტებთან 10 წლიანი მუშაობისა და სიღრმისეული კვლევების შემდეგ, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში.


მოლცის ნაშრომის ძირითადი გზავნილი არის ის, რომ წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ (თვითიდენტურობა - თვითშეფასება) ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში! თუ თვითშეფასება დადაბლებულია, ე.ი. ადამიანის ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება, მათ შორის, ურთიერთობებიც საპირისპირო სქესთან.


"თუ ახალგაზრდა გოგონამ, სხვადასხვა მიზეზით, დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ის არავის მოსწონს, ეს ასეც იქნება. ის კლუბში სხვებზე ხშირად აღმოჩნდება კავალერის გარეშე. საქმე ისაა, რომ ის, თავისი გამომეტყველებითა და ქცევით, რომელიც განპირობებულია ყალბი წარმოდგენებით საკუთარი თავის შესახებ, დააფრთხობს პოტენციურ კავალერებს; ასეთი გოგონების მახასიათებელს წარმოადგენს დაღვრემილი და მუდმივად უკმაყოფილო სახე, ზედმეტად თავდაუჯერებელი და უხერხულად შენიღბული მოძრაობები, მორცხვობა, ან პირიქით, გამომწვევი, ზედმეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ქალის ნიღაბი, რომელიც აშკარად ვერ გადის ტესტს ხელოვნურობასა და სიყალბეზე. როდესაც მას ხელთ უპყრია საკუთარი პიროვნების შეფასების ისეთი მტკიცებულება, რომელიც არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ის ვერც ხვდება, რომ ბოროტების ფესვი არა სხვაში, არამედ პირადად მის მიერ შექმნილ, ყალბ წარმოდგენაშია საკუთარი "მე"-ს შესახებ", - წერს დოქტორი მაქსველ მოლცი თავის წიგნში.


ასეთ დროს, თუ ქალის ცხოვრებაში ჩნდება ღირსეული მამაკაცი, ის ქვეცნობიერ დონეზე განიზიდავს მას… თანაც ამას ისე აკეთებს, რომ თავად ვერც კი ხვდება… არადა, ეს მამაკაცი მართლაც განიცდიდა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს, მაგრამ…


image


  • როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა?

უკეთ გასაგები რომ იყოს, მოდი, ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა შევადაროთ თერმოსტატს. ყველა ავტომობილს აქვს თერმოსტატი და როდესაც წყალი დუღდება, ავტომატურად ირთვება თერმოსტატი და იწყებს წყლის გაციებას.


ზუსტად იგივე პროცესი ხდება გოგონებთან მიმართებაშიც: როდესაც თვითშეფასება დაუმსახურებლად დადაბლებულია (ანუ ქალი, სინამდვილეში, არ არის ამაში დამნაშავე) და აქედან გამომდინარე თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი, ის მხოლოდ ისეთი მამაკაცების მოზიდვას შეძლებს, რომლებსაც თავად შეეფერება, დანარჩენთან ურთიერთობის შემთხვევაში კი საბოტაჟს მოუწყობს, როგორც საკუთარ თავს, ისე პოტენციურ კავალერსაც.


როდესაც ქალს საკუთარ თავზე გარემოცვისგან, საგანმანათლებლო სისტემისგან, თანამშრომლებისა და მთლიანად, სოციუმისგან შემზღუდველი აღქმა-წარმოდგენები აქვს თავს მოხვეული, მას უყალიბდება ყალბი რწმენა საკუთარი "მე"-ს შესახებ, რომელიც სინამდვილეში, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და დაუმსახურებელია.


image


ამიტომ, ქალები არ უნდა იდანაშაულებდნენ თავს, გარემოცვის უმეცრების გამო. სამწუხაროდ, ამას არსად ასწავლიან, რაც წარმოადგენს ძირითად მიზეზს იმისა, რომ უმრავლესობა ისე გადადის პატარა გოგონას ასაკიდან - ქალობაში, ვერც კი აცნობიერებს, რომ ტყუილში ცხოვრობს. გამომდინარე იქედან, რომ "სათვალე", რომლითაც ის ჭვრეტს სამყაროს, ყალბია, ყველაფერი, რასაც ის ხედავს, სიყალბის, უსამართლობისა და არაბუნებრიობის ფერებითაა შეფერილი.


სწორედ ეს წარმოადგენს საკვანძო მიზეზს იმისა, რომ თუ ქალი თვლის, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, მისი ქვეცნობიერი (საძიებო სისტემა) გაფილტრავს ღირსეულ მამაკაცებს და მოიზიდავს ისეთი პროპორციების მქონე მამაკაცს, როგორიც შეეფერება მას… ხოლო თუ არაადეკვატურად დაბალი თვითსეფასება აქვს (რაც ძალზე გავრცელებულია), საერთოდ ვერ მოიზიდავს ვერავის.


  • როგორ ხდება პრაქტიკაში?

როდესაც თვითშეფასების დონე დაბალია, გოგონა ურთიერთობისას სერიოზულ დისკომფორტს განიცდის… როცა ქალი დარწმუნებულია, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, თუ ძლიერი და ღირსეული მამაკაცის გარემოცვაში ხვდება, ის შინაგან პანიკას განიცდის, იწყებს ნევროტულად მოქცევას… და რომც მოხდეს ისეთი სასწაული, რომ ამ მამაკაცმა პაემანი დაუნიშნოს მას, ქალი სერიოზულ საბოტაჟს მოუწყობს საკუთარ თავს და ჩაშლის "ტუსოვკას".


image


ასეთ შემთხვევაში, დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი საკუთარ თავს დაარწმუნებს იმაში, რომ მას არ შეუძლია ამ კაცთან ურთიერთობა… საბოტაჟის ვარიანტები უამრავია… ის ან კაცს გააქცევს, ან თავად გაიქცევა… შეიძლება განვითარდეს დრამა, ან უბრალოდ, ჩუმი დაშორება მოხდეს.


ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან!


ეს ქვეცნობიერი პროგრამაა - მისი იდენტიფიცირება და "დეპროგრამირება" ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ბედს - ნებისმიერ სფეროში.


მინდა მოგცეთ რჩევა, რომელიც სასწაულებს ახდენს, მაგრამ, მისი უბრალოებიდან გამომდინარე, ადამიანების 99%, რომელიც წაიკითხავს ამ რჩევას, ვერ გამოიყენებს მას… და ვერ გამოიყენებს იმიტომ, რომ ის არ თვლის თავს საუკეთესოს მიღების ღირსად.


ადამიანი, რომელიც ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და არ ვითარდება, ის არ თვლის თავს საუკეთესოს ღირსად და იმ მინიმუმს სჯერდება, რომელიც არ მოსწონს და არ აკმაყოფილებს! ყველაფერი საკუთარ თავთან სწორი კითხვების, სწორ დროს, სწორად დასმაზეა დამოკიდებული, რაც სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის.


დაბალი თვითშეფასების მქონე ქალები, თუკი უსვამენ საკუთარ თავს შეკითხვებს, მაინც არასწორად აკეთებენ ამას. ისინი ხედავენ მამაკაცს და ეკითხებიან საკუთარ თავს:


ვიმსახურებ თუ არა მე ასეთ ძლიერ და ლამაზ მამაკაცს?

ეს არასწორი შეკითხვაა, რომელიც დანაშაულის გრძნობითა და მსხვერპლის პოზიციითაა გაჟღენთილი და პასუხის გამოცნობაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს…


სინამდვილეში, ყველაფერი საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და აქცენტების სწორად დასმასთანაა კავშირში.

კერძოდ - საუკეთესო შეკითხვა, რომელიც შეგიძლია დაუსვა საკუთარ თავს, ასე ჟღერს:

იმსახურებს თუ არა ეს მამაკაცი ჩემნაირ ქალს?

აქ ეგოისტურ სიბრტყეში არ გადაგვყავს საუბარი… რადგან როდესაც ეს კითხვა ისმევა, ბუნებრივად ჩნდება მეორეც:

და როგორი უნდა ვიყო მე, რომ ბედნიერი ვიყო მასთან, ის კი ჩემთან?

ეს ბუნებრივ პროცესს რთავს, რასაც შემდეგი კითხვა მოყვება:

და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ახლავე?

მორჩა, შენი ილუზორული წარმოდგენები, დაძონძილი გოგონას შესახებ, გაქრა, რადგან ჯანსაღი პროცესი მოვიყვანეთ მოქმედებაში…


image


რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მხოლოდ ეს კითხვები ვერ დაასრულებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სუბ-პიროვნებების არსებობას, მაგრამ საკუთარ თავზე რეგულარული და ბრძნული მუშაობის შემთხვევაში, შენ გარანტირებულად გახვალ ფონს.


შენი ცხოვრება შენია და ის ერთადერთია… სანამ ახალგაზრდა და ლამაზი, ენერგიული და მიმზიდველი, გონიერი და მოქნილი ხარ, მანამ უნდა გაიარო ეს ერთი შეხედვით რთული გზა, რომელიც, როგორიც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში.


გარწმუნებ, რომ ამ გზის გაუვლელად ცხოვრება მილიარდჯერ უფრო რთულია! ისწავლე სწორი კითხვების, სწორ დროს, სწორად დასმა…


ნებიმიერი გადაწყვეტილების წინ, ჰკითხე საკუთარ თავს:


იმსახურებს ეს მიზანი ჩემს ყურადღებას? იმსახურებს ეს მამაკაცი ჩემს თავს? იმსახურებს ეს მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში ყოფნის უფლებას?რატომ იმსახურებს? რითი იმსახურებს? რა თქმა უნდა, შინაგან "მე"-სთან მუშაობა რთული პროცესია… აქ ჩვენ ვაწყდებით ჩვენს შემზღუდველ და ტოქსიკურ რწმენებს.


პირველ რიგში, ყველაფერი იწყება საკუთარი "მე"-ს აღქმიდან, შემდეგ უკვე გადადიხარ იმაზე, თუ რას ფიქრობ მამაკაცებზე, სექსზე, შემდეგ იმაზე, თუ რას ფიქრობ ოჯახურ ცხოვრებაზე, შემდეგ - ბავშვებზე…


როგორც კი შენი შინაგანი წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ, დაუმსახურებლად დაბალი თვითშეფასებიდან გადავა ადეკვატურ და ღირსეულ თვითშეფასებაში, შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროები ავტომატურად დაიწყებს დალაგებას და ბუნებრივია, დალაგებას დაიწყებს პირადი ცხოვრებაც.


ასევე ნახეთ:


რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს - ეს უნდა იცოდეთ


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე




12 რამ, რაც არასოდეს უნდა ჰკითხო საყვარელ მამაკაცს - ქალების საბედისწერო შეცდომები



"მიეცი ეჭვიანობის მიზეზი ისე, რომ ის ვერ დაამტკიცოს..." - 23 გამოცდილი მეთოდი, თუ როგორ დავიპყროთ ნებისმიერი ქალის გული



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
503
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0